Epipactis helleborine (L.) Crantz
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Epipactis helleborine (L.) Crantz – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის სიმაღლე 30-100 სმ-ია. მარტივი, სწორად მდგომი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ზედა ნაწილში პატარავდება და მცირედ არის შებუსული. ქვედა ფოთლები ღერომხვევია და ვაგინიანი. ყვავილედში 30-ზე მეტი ყვავილია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ოვალურია, მომწვანო. შიგა ნაწილი მკრთალი მწვანეა, ძირში – ვარდისფერ-იისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია მუხნარ, რცხილნარ და ფიჭვნარ ტყეებში, ბუჩქნარებში, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში, სოფელ შაქრიანის მიდამოებში. ცნობილია მთელ საქართველოში.