Gymnadenia conopsea

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gymnadenia conopsea

Gymnadenia conopsea – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). 15-60 სმ-ის ტუბერიანი მცენარეა. ღერო შეფოთლილია, ძირში მურა ფერის ვაგინებით. ფოთლები სიგრძეზე დაკეცილია, ხაზურ-ლანცეტა ფორმის, ზედა ფოთლები უფრო პატარა ზომისაა. ყვავილედი თავთავი ან თავაკია, მრავალყვავილიანი. ყვავილები – პატარა, სურნელოვანი, შეფერილობით ლილისფერიდან მეწამულ ფერამდე. ყვ. ნაყ. VI-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება მდელოებზე და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე დართლოსკენ მიმავალ გზაზე, გომბორის უღელტეხილზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები