თურმეობითი II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა II თურმეობითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურმეობითი II – საუღლებელი ერთეული, იგივე შედეგობითი II; დრო-კილოთა III სერიის მწკრივი. დრო – წარსული, კილო – თხრობითი, აქტი – უნახავი, თანამდევრობა – უწინარესი. გამოხატავს ისეთი მოქმედების შედეგს, რომელიც წინ უსწრებდა წარსულშივე მომხდარ სხვა მოქმედებას. მაგ., ფორმაში დაენგრია – წარსულში ჩანს იმ მოქმედების შედეგი, რომელიც უფრო ადრე მომხდარა.

მოქმედებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმნები თურმეობით II-ში ინვერსიულია; ხდება ქცევათა ნეიტრალიზაცია – ფორმობრივად ყველა ზმნა საობიექტო ქცევის ფორმას იღებს. სამპირიანი ზმნა ორპირიანად გადაკეთდება – გაუჩინარდება ირიბი ობიექტი. თურმეობითი II-ის წარმოებაში ორი ძირითადი მოდელი გვაქვს: ზმნათა ერთი ნაწილის ფორმები ემთხვევა წყვეტილის მარტივ ფუძეს (გა-ვ-ე-ზარდ-ე, გა-ე-ზარდ-ე, გა-ე-ზარდ-ა, და-ე- ხატ-ე…). ზმნათა მეორე ჯგუფში შუალობითი კონტაქტის ზმნათა წყვეტილის ფუძე გამოიყენება (ა-ვ-ე-შენებ-ინ-ე, და-ვ-ე-სახლებ-ინე…).

ენებით და საშუალ-ვნებითი გვარის ზმნებში ერთპირიანები წარსული დროის ვნებითი გვარის -ილ სუფიქსიან მიმღეობაზე მეშველ ზმნას დაირთავენ წყვეტილის ფორმით (აშენებულ-იყო, გაზრდილ-იყო…): ორპირიანები აწმყოს ფუძეზე ოდ-ი ფორმებს დაირთავენ (ა-ვ-შენებ-ოდ-ი, გა-ვზრდ-ოდ-ი, დავ-მალ-ე-ოდ-ი…)

გ- გოგოლაშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები