Linnaea borealis L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Linnaea borealis L.

Linnaea borealis L. – ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მიწაზე გართხმული. ღეროები წვრილია, პატარა ზომის, კიდემთლიანი ან ზედა ნაწილში დაკბილული. ფოთლები მოპირისპირედ განთავსებული. ფორმით კვერცხისებური ან ელიფსურია, ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, ქვედაზე – უფრო ღია და შებუსული. ფოთლის ყუნწები გრძელია და შებუსული. გვირგვინი ზარისებურ-ძაბრისებურია, ძირითადად, ღია ვარდისფერი. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-X. მაღალმთის მცენარეა, იზრდება დეკიანებსა და არყნარ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე და სოფელ ომალოს მიდამოებში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები