Muscari caucasicum (Griseb.) Baker

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Muscari caucasicum (Griseb.) Baker

Muscari caucasicum (Griseb.) Baker - (Leopoldia caucasica (Griseb.) Losinsk); ოჯახი: სუმბულისებრნი (Hyacithaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. უნაყოფო ყვავილების ყვავილსაფარი მოკლე ცილინდრულია, კაშკაშა ლურჯ-იისფერი, მოკლე თავაკისქბურ მტევან ყვავილედებად შეკრებილი; მათი ყუნწები რკალივითაა მოღუნული. ყვავილსაფრის კბილები ლურჯია. ფოთლები სქელია, ხაზური ან ფართო ხაზური, ოდნავ რკალივით მოხრილი ან ღეროზე მოკლე. ღერო 20-40 სმ სიმაღლისაა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში, ქვიან-ღორღიან ეკოტოპებზე, მთის ველების ფორმაციებში, ნახევრად უდაბნოებში, არიდულ მეჩხერ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია ჭაჭუნას აღკვეთილში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები