საშინელებები ძილის დროს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა Night terrors-დან)
საშინელებები ძილის დროს - (F51.4), (sleep terrors), ნოზოლოგიური კონტინუუმის ყველაზე მძიმე გამოვლინება, რომელიც მოიცავს ძილში სიარულსა და ღამის პანიკურ ეპიზოდებს, რომლებსაც ერწყმის ინტენსიური ვოკალიზაცია, მოტორული აქტივობა და გამოხატული ვეგეტატიური განმუხტვა.
ჩვეულებრივ, ღამის ძილის პირველ მესამედში ინდივიდი საწოლში წამოჯდება ან საშინელი კივილით წამოხტება, ხშირად, თითქოს გაქცევის მიზნით, კარებისკენ გარბის (სინამდვილეში კი ოთახს იშვიათად ტოვებს). მომხდარის შესახებ მოგონებები, თუ ისინი საერთოდ არსებობს, ნაწყვეტების ხასიათს ატარებს და ერთი-ორი ფრაგმენტით იფარგლება.
სინონიმი
night terrors