Orchis mascula subsp

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Orchis mascula subsp. Longicalcarata Akhalk.

Orchis mascula subsp. Longicalcarata Akhalk. - (H. Baumann, R. Lorenz. Mosul. & Ruedi Peter); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). ფოთლები 7-14 სმ სიგრძისაა, ლანცეტა, ძირში შევიწროებული და ღეროს ქვედა ნაწილშია განლაგებული; ყვავილედი ცილინდრულია, ხშირ და მრავალყვავილიანი. ყვავილები ყავისფერ-მეწამულ-იისფერია ან მომწვანო მეწამული; ტუჩის ფუძე მოთეთროა და მუქი მეწამული ან იისფერი წინწკლებით მოფენილი; ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მოგრძოა, კვერცხისებური ან კვერცხისებურ-ლანცეტა, მახვილი ან გრძლად წაწვეტებული; ყვავილსაფრის გვერდითი ფოთლები ასიმეტრიულია. ტუჩი ფართო-სოლისებურია, სამნაკვთიანი; მისი გვერდითი ნაკვთები ფართოა და ოდნავ მრგვალკბილა. მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, ტყისპირა ადგილებში და მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები