Prunella laciniata (L.) L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Prunella laciniata

Prunella laciniata (L.) L. - ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ხშირი, თეთრი ბეწვითაა მოფენილი; ღერო წამოწეულია, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები კვერცხისებურია, ელიფსური ან ლანცეტა. ზედა ფოთლები ფრთისებურადაა განკვეთილი ხაზურ ნაკვთებად; ქვედა ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, კიდემთლიანია ან დაკბილული. ყვავილედი თავთავისებურია, ხშირი, კვერცხისებური ან მოგრძო. გვირგვინი, ჩვეულებრივ, მოყვითალო-თეთრია ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება ტყეებში, გზის პირას, ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებზე, მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, მდინარეთა რიყნარებზე. მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში საკმაოდ იშვიათი მცენარეა. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შალაურის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები