Salvia verbascifolia M. Bieb

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Salvia verbascifolia M. Bieb.

Salvia verbascifolia M. Bieb. – ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ქვედა ნაწილში ნაცრისფრად ან თხლად აბლაბუდასებურადაა შებუსული. ღერო სწორია, 15-30 სმ სიმაღლის, მარტივი, ზედა ნაწილში ბოლოვდება მტევნისებური ან საგველასებური ყვავილედით; ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ნაოჭებიანი, კვერცხისებური ან ოვალური ფორმის. ყვავილები 6-4-ყვავილიან, დაშორიშორებულ ჩხროებადაა შეკრებილი. მისი ზედა ტუჩი მოთეთრო ფერისაა, ქვედა ტუჩი – მკრთალი ყვითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მშრალ, ქვიან, კლდე-ღორღიან ფერდობებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროს მიდამოებში გავრცელებულია ქართლშიც.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები