Sedum stoloniferum

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sedum stoloniferum

Sedum stoloniferum S. G. Gmel. - ოჯახი: სქელფოთოლასებრნი (Crassulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ყლორტების სიმაღლე 30 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 15 სმ-მდე. მცენარე შიშველია ან ოდნავ შებუსული. ფოთლები მორიგეობითია, რომბისებური, კიდეზე ამოღრღნილ-დაკბილული. ყვავილედი ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. ტყეებში და ტყის პირას. კახეთში მცენარის ნახვა შესაძლებელია ქალაქ ყვარლისა და სოფელ ომალოს მიდამოებში, მდინარე კისისხევის ხეობაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები