Serapias feldwegiana

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Serapias feldwegiana

Serapias feldwegiana H. Baumann & Kunkele - ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ბალახოვნი, ტუბერიანი მცენარეა. ღერო შეფოთლილია; ფოთლები ღეროს წვერისკენ უფრო პატარაა, ლანცეტა. ყვავილედი გრძელია, 12 სმ-მდე სიგრძის. თანაყვავილებს სიგრძესა და სიგანეზე მრავალი მუქი წითელი ფერის ძარღვები აქვს. ყვავილები დიდი ზომისაა: ყვავილსაფრის ფოთლები გარედან მომწვანო, მურა წითელი ფერისაა, ტუჩი უდეზოა, მუქი წითელი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სიღნაღის მიდამოებში. იშვიათი გავრცელებისაა. გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები