Silene conica
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Silene conica– L.; ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophyliaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული, ღეროები მარტივია, ზოგჯერ დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 35 სმ-მდეა. ღეროსეული ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებურია, ადრევე ხმება. ღეროსეული ფოთლები ხაზურია ან ვიწრო, ლანცეტა. ყვავილები მარტოულია ან ჯგუფური, იღლიური. ჯამი გამობერილია. გვირგვინი ვარდისფერი. ფირფიტა ¼-ზეა ჩაჭრილი. ყვ. •ნაყ. IV-VII. მცენარე გავრცელებულია მშრალ ფერდობებზე, გზისპირებზე, ქვიშნარებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროს მიდამოებში. საქართველოს ფარგლებში ცნობილია აჭარაში, ქართლში, მესხეთსა და ქვემო ქართლში.