Thesium arvense Horv

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Thesium arvense Horv

Thesium arvense Horv – ოჯახი: Santalaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მრავალი ღეროთი, სწორი, იშვიათად – თითქმის გართხმული, 10-30 სმ სიმაღლის, შუა წელიდან დატოტვილი, დაღარული და ხაოიანი. ფოთოლი ხაზურია, მახვილწვერიანი, კიდეებზე ხაოიანი, სიგრძით – 4 სმ-მდე, სიგანით 1.5 მმ-მდე. ყვავილედი მტევნისებურია, მისი ტოტები ერთყვავილიანია, გვერდზე გადაწეული და ირიბად ზევით აღმართული. ყვავილი თეთრია, 5 ნაწილად გაყოფილი. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ველებზე, ტყეებსა და მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები