Veronica gentianoides Vahl

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Veronica gentianoides Vahl

Veronica gentianoides Vahl.

Veronica gentianoides Vahl. – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მწვანე ან მონაცრისფრო. თითქმის მთლიანად შებუსულია, სიმაღლე – 10-40 სმ. ღერო დატოტვილია, გართხმული ან წამოწეული, შეფოთლილი. ფესვთანური ფოთლები მჯდომარეა, ერთგან ან ორგან ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ, მთლიან ან დაყოფილ ნაკვთებად. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი ლურჯია, ცისფერი ან მოთეთრო. გვირგვინის ზედა, შუა ნაკვთი სამკუთხა-კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე გავრცელებულია მშრალ, ბალახოვან ფერდობებსა და ველებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები