საკმლის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Sakmlis xe.jpg|thumb|230პქ|'''საკმლის ხე''']]
 
[[ფაილი:Sakmlis xe.jpg|thumb|230პქ|'''საკმლის ხე''']]
'''საკმლის ხე''' – (კევის ხე, საღსაღაჯი, ფსტა, მარიამსაკმელა) (ლათ. Pistacia mutisa fisch. & C.A. Mey.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae).  თუთუბოსებრი გვარის ფოთლოვანი ჯიშის ხე. 5-10 მ სიმაღლის ხეა, მრგვალი ან ნახევარსფეროსებური დიდი ზომის ვარჯით. ფოთლები კენტფრთისებურია, 3-9 ფოთოლაკით, ტყავისებური, კიდემთლიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი. ყვავილედი იღლიური საგველაა. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VIII. დაბლობისა და მთისწინეთის მცენარეა. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელში ქმნის ნათელ ტყეებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე. აქ ფლორის ერთ-ერთი წამყვანი მცენარეა. [[საქართველო]]ში ხარობს გარე [[კახეთი|კახეთში]], [[ქიზიყი|ქიზიყსა]] და [[ქართლი|ქართლში]], დიდი კორომია შემორჩენილი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც [[მოწყვლადობა|მოწყვლადი]] [[სახეობა]].  
+
'''საკმლის ხე''' – (კევის ხე, საღსაღაჯი, ფსტა, მარიამსაკმელა) (ლათ. Pistacia mutisa fisch. & C.A. Mey.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae).  თუთუბოსებრი გვარის ფოთლოვანი ჯიშის ხე. 5-10 მ სიმაღლის ხეა, მრგვალი ან ნახევარსფეროსებური დიდი ზომის ვარჯით. ფოთლები კენტფრთისებურია, 3-9 ფოთოლაკით, ტყავისებური, კიდემთლიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი. ყვავილედი იღლიური საგველაა. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VIII. დაბლობისა და მთისწინეთის მცენარეა. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელში ქმნის ნათელ ტყეებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე. აქ ფლორის ერთ-ერთი წამყვანი მცენარეა. [[საქართველო]]ში ხარობს გარე [[კახეთი|კახეთში]], [[ქიზიყი|ქიზიყსა]] და [[ქართლი|ქართლში]], დიდი კორომია შემორჩენილი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც [[მოწყვლადობა|მოწყვლადი]] სახეობა.  
  
  

მიმდინარე ცვლილება 01:57, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

საკმლის ხე

საკმლის ხე – (კევის ხე, საღსაღაჯი, ფსტა, მარიამსაკმელა) (ლათ. Pistacia mutisa fisch. & C.A. Mey.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). თუთუბოსებრი გვარის ფოთლოვანი ჯიშის ხე. 5-10 მ სიმაღლის ხეა, მრგვალი ან ნახევარსფეროსებური დიდი ზომის ვარჯით. ფოთლები კენტფრთისებურია, 3-9 ფოთოლაკით, ტყავისებური, კიდემთლიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი. ყვავილედი იღლიური საგველაა. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VIII. დაბლობისა და მთისწინეთის მცენარეა. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელში ქმნის ნათელ ტყეებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე. აქ ფლორის ერთ-ერთი წამყვანი მცენარეა. საქართველოში ხარობს გარე კახეთში, ქიზიყსა და ქართლში, დიდი კორომია შემორჩენილი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.


გამოირჩევა მკვრივი, მაგარი მერქნით. გამოიყენება სადურგლო და სახარატო საქმეში, პარფიუმერიაში. მერქნისგან კარგი საღებავი, ხოლო ნაყოფისგან იაფფასიანი ტექნიკური ზეთი მზადდება. მერქანი ტექსტურითა და თვისებებით ჩამოგავს ქართულ ჯაგრცხილას, ნეკერჩხალს, მუხასა და თელას. საქართველოში იშვიათად ამუშავებენ ჯიშის ენდემურობის გამო.


[რედაქტირება] წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები