კორბოული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''კორბოული'''– სოფელი დასავლეთ [[საქართველო]]ში, ზემო [[იმერეთი|იმერეთში]],  საჩხერის მუნიციპალიტეტში.
 
'''კორბოული'''– სოფელი დასავლეთ [[საქართველო]]ში, ზემო [[იმერეთი|იმერეთში]],  საჩხერის მუნიციპალიტეტში.
  
კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან მდინარე ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალოვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან [[შიდა ქართლი]]ს მხარის სოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ქვედა ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.
+
კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან [[მდინარე]] ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალოვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან [[შიდა ქართლი]]ს მხარის სოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ქვედა ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.
  
სოფლის სახელწოდება სხვადასხვა ფორმით (კოლბაური, კოლბეური, კოლბოური), დადასტურებულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ წყაროებში: „მეფემ… შეყარა ოცი ათასამდე [[ჯარი]] და გასწია იმერეთისაკენ.. კოლბაურს, სადაც მან კარავი დასცა, ვახტანგს მიეგებნენ წერეთლები.
+
==== სახელწოდება ====
 +
სოფლის სახელწოდება სხვადასხვა ფორმით (კოლბაური, კოლბეური, კოლბოური), დადასტურებულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ წყაროებში: „მეფემ… შეყარა ოცი ათასამდე [[ჯარი]] და გასწია იმერეთისაკენ. კოლბაურს, სადაც მან კარავი დასცა, ვახტანგს მიეგებნენ წერეთლები.
  
 
„მეფემან სჳმშონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და… შეეხუეწა, რომე ჩემი შვილიც იახელითო“
 
„მეფემან სჳმშონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და… შეეხუეწა, რომე ჩემი შვილიც იახელითო“
ხაზი 15: ხაზი 16:
 
სახელწოდებაა კორბოული (||კოლბოურ-ი) აშკარად –ოულ კუთვნილების აღმნიშვნელი [[სუფიქსი]]თ არის გაფორმებული, რაც მის ანთროპონიმულ წარმოშობას გვავარაუდებინებს.
 
სახელწოდებაა კორბოული (||კოლბოურ-ი) აშკარად –ოულ კუთვნილების აღმნიშვნელი [[სუფიქსი]]თ არის გაფორმებული, რაც მის ანთროპონიმულ წარმოშობას გვავარაუდებინებს.
  
თვით კორბეულელებს რომ ჰკითხოთ, მათ სოფელს ასეთი სახელი იმიტომ შერქმევია, რომ აქ ძველად ბევრი კვერი (ჩაქუჩი) უმზადებიათ, კვერ-ბევრი||კვერ-ბევრეული სოფელი ყოფილა (ნათელა შალვას ასული მაჭარაშვილი-კახაძისა, ქ. [[თბილისი]]). ზოგიერთი აქაური მკვიდრის განცხადებით სოფელი ძველითგანვე ყოფილა კომლ-ბეური „მრავალკომლიანი“ (სხვათა შორის კორბოული ზემო იმერეთის ერთ-ერთი დიდი სოფელია როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობით. დღეს აქ 1700-მდე კომლი სახლობს, 7.000-მდე მცხოვრებით). ზოგიერთის თქმით სოფლის „უმანდელი“ სახელი რკო-ბეური („მუხა მრავალი“) ყოფილა. ეს ვარაუდები ხალხური ეტიმოლოგიის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ მათი ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება, რადგან  
+
თვით კორბეულელებს რომ ჰკითხოთ, მათ სოფელს ასეთი სახელი იმიტომ შერქმევია, რომ აქ ძველად ბევრი კვერი (ჩაქუჩი) უმზადებიათ, კვერ-ბევრი||კვერ-ბევრეული სოფელი ყოფილა (ნათელა შალვას ასული მაჭარაშვილი-კახაძისა, ქ. [[თბილისი]]). ზოგიერთი აქაური მკვიდრის განცხადებით სოფელი ძველითგანვე ყოფილა კომლ-ბეური „მრავალკომლიანი“. ზოგიერთის თქმით სოფლის „უმანდელი“ სახელი რკო-ბეური („მუხა მრავალი“) ყოფილა. ეს ვარაუდები ხალხური ეტიმოლოგიის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ მათი ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება, რადგან მათში საინტერესო ინფორმაციაა დაცული.  
მათში საინტერესო ინფორმაციაა დაცული.  
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 01:11, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

კორბოული– სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.

კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან მდინარე ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალოვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან შიდა ქართლის მხარის სოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ქვედა ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.

[რედაქტირება] სახელწოდება

სოფლის სახელწოდება სხვადასხვა ფორმით (კოლბაური, კოლბეური, კოლბოური), დადასტურებულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ წყაროებში: „მეფემ… შეყარა ოცი ათასამდე ჯარი და გასწია იმერეთისაკენ. კოლბაურს, სადაც მან კარავი დასცა, ვახტანგს მიეგებნენ წერეთლები.

„მეფემან სჳმშონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და… შეეხუეწა, რომე ჩემი შვილიც იახელითო“

ვახუშტი ბატონიშვილი კორბოულს კოლბოურ- ფორმით იცნობს:

„მოერთვის ძირულასვე კოლბოურის-ჴევი“

ადგილობრივ მცხოვრებთა მეტყველებაში უპირატესად გამოყენებულია კორბოული: „ჩემზე უხნე არავინ არა მგონია ამ კორბოულში“, „მდებარე თოვლით კორბოულს ვერ აჯობებს ვერცერთი“.

სახელწოდებაა კორბოული (||კოლბოურ-ი) აშკარად –ოულ კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსით არის გაფორმებული, რაც მის ანთროპონიმულ წარმოშობას გვავარაუდებინებს.

თვით კორბეულელებს რომ ჰკითხოთ, მათ სოფელს ასეთი სახელი იმიტომ შერქმევია, რომ აქ ძველად ბევრი კვერი (ჩაქუჩი) უმზადებიათ, კვერ-ბევრი||კვერ-ბევრეული სოფელი ყოფილა (ნათელა შალვას ასული მაჭარაშვილი-კახაძისა, ქ. თბილისი). ზოგიერთი აქაური მკვიდრის განცხადებით სოფელი ძველითგანვე ყოფილა კომლ-ბეური „მრავალკომლიანი“. ზოგიერთის თქმით სოფლის „უმანდელი“ სახელი რკო-ბეური („მუხა მრავალი“) ყოფილა. ეს ვარაუდები ხალხური ეტიმოლოგიის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ მათი ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება, რადგან მათში საინტერესო ინფორმაციაა დაცული.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები