ლეთეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ლეთეთი''' – სოფლებია საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (ქარელის მუნიციპალიტეტი).  მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ქარელიდან 3 კილომეტრი.
 
'''ლეთეთი''' – სოფლებია საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (ქარელის მუნიციპალიტეტი).  მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ქარელიდან 3 კილომეტრი.
  
 +
==== სახელწოდბა ====
 
ეს სახელწოდება ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა მთელს ცენტრალურ ქართლში ურბნისის, [[უფლისციხე|უფლისციხის]], [[კასპი]]ს, [[მცხეთა]]-არმაზის, სარკინეს და სხვათა გვერდით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქვეყნოდ ცნობილი ქართული ძეგლის „სინური მრავალთავის“ (864 წ.) ერთ-ერთი გადამწერი [[მაკარი ლეთეთელი]] ყოფილა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ამ სოფლის არსებობა სულ ცოტა VI-VII საუკუნეებიდან მაინც უნდა ვივარაუდოთ.  
 
მიმდინარე ცვლილება 19:02, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ლეთეთი – სოფლებია საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (ქარელის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ქარელიდან 3 კილომეტრი.

[რედაქტირება] სახელწოდბა

ეს სახელწოდება ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა მთელს ცენტრალურ ქართლში ურბნისის, უფლისციხის, კასპის, მცხეთა-არმაზის, სარკინეს და სხვათა გვერდით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქვეყნოდ ცნობილი ქართული ძეგლის „სინური მრავალთავის“ (864 წ.) ერთ-ერთი გადამწერი მაკარი ლეთეთელი ყოფილა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ამ სოფლის არსებობა სულ ცოტა VI-VII საუკუნეებიდან მაინც უნდა ვივარაუდოთ.

ლეთეთ-ი -ეთ სუფიქსიანი სახელია. ძირია ლეთი||ლეთა, (იგივე ლეთემ-ი), რომელიც სველი, ჭონჭყო, საფლობი ადგილის აღსანიშნავად დღეს გურულ დიალექტს შემოუნახავს. ლეთაი/ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში ცოცხალი ფაქტია:

„შემოადგებათ კისრამდე ლეთა,
ვერ მოასწრებენ ხელის დაქნევას“.
ემზ. კვიტაიშვილი

მაშასადამე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლეთ-ეთ-ი ნიშნავდა: „ლეთიანი ადგილები“, „საფლობი, ჭონჭყო, ჟალტამი ადგილები“. უთუოდ ამ ლეთ- სიტყვასთან არის დაკავშირებული სახნავი ადგილის სახელი ლეჩხუმში (სოფ. ლაილაში) ლეთოთანა, რომელიც სველ, ლეთოიან ადგილს უნდა ნიშნავდეს.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები