ცხრაჯვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცხრაჯვარა''' – ოკრიბაში ხრესილიდან კარუგდებლის ეკლესიამდე ...)
 
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
+
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]

მიმდინარე ცვლილება 15:29, 14 მაისი 2020 მდგომარეობით

ცხრაჯვარა – ოკრიბაში ხრესილიდან კარუგდებლის ეკლესიამდე თურმე მამრობითი არაფერი ხარობდა. დაიბადებოდა სულიერი და წლის თავზე კვდებოდა. ხმა გავრცელდა – ხატის შერისხულიაო. ერთ მოხუცს სიზმარი უნახავს: ანგელოზს უთქვამს მისთვის, ეკლესიაში რომ ცხრა ჯვარი ასვენია, ისინი სხვაგან უნდა გადაიტანოთო. მეორე დღეს სოფლის თავკაცებს უთათბირიათ და კაცი გაუგზავნიათ რაჭაში მკითხავთან. მკითხავს ურჩევია: წადით აქედან და გზაში წინ უცხო ფრინველი აგიფრინდებათ. მიყევით მას, სადაც პირველად დაფრინდება, იქ არ შეჩერდეთ, კიდევ მიყევით და მესამედ რომ დაფრინდება, გაუჩინარდებაო. ამ ადგილზე ამოიტანეთ ის ცხრა ჯვარი და ღამე გაუთიეთო. ასეც მოიქცნენ კაცები. როცა ნაქერალას მთაზე მისულან, უცხო ფრინველი აფრენიათ წინ. მისდიეს მას და მესამედ რომ დაფრენილა ხესთან, იქ გაუჩინარებულა კიდეც. ერთი კაცი ამ ადგილზე დარჩენილა, მეორე კი სოფელში ჩასულა და ამბავი ჩაუტანია. სოფლელებმა ჯვრები ამოიტანეს იმ ადგილზე, სადაც ახლა ცხრაჯვარას სალოცავია. მოუყვანიათ საკლავი და სანთლები აუნთიათ. მაისის ბოლო კვირა ყოფილა. მას შემდეგ იმართება „მაისობა“ ყოველწლიურად.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები