ოლიმპიური თამაშები
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Profesionali mokrive.jpg|thumb|'''პროფესიონალი მოკრივე'''
(ძვ.წ. 100-50 წ.წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი]] | [[ფაილი:Profesionali mokrive.jpg|thumb|'''პროფესიონალი მოკრივე'''
(ძვ.წ. 100-50 წ.წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი]] | ||

[[ფაილი:Meetle.jpg|thumb|მარცხნივ|300პქ|'''მეეტლე'''.
თეფშის ფერწერა (ძვ.წ. 545 წ.), ტარკვინია, ეროვნული მუზეუმი.]] | [[ფაილი:Meetle.jpg|thumb|მარცხნივ|300პქ|'''მეეტლე'''.
თეფშის ფერწერა (ძვ.წ. 545 წ.), ტარკვინია, ეროვნული მუზეუმი.]] | ||
[[ფაილი:Meetle1.jpg|thumb|'''მეეტლე'''.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. V ს.).]] | [[ფაილი:Meetle1.jpg|thumb|'''მეეტლე'''.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. V ს.).]] | ||

'''ოლიმპიური თამაშები''' – ''(ბერძნ.)'' [[ოლიმპიელი]] [[ზევსი]]ს პატივსადებად დაწესებული საერთო ბერძნული ასპარეზობები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ქალაქ ოლიმპიაში. | '''ოლიმპიური თამაშები''' – ''(ბერძნ.)'' [[ოლიმპიელი]] [[ზევსი]]ს პატივსადებად დაწესებული საერთო ბერძნული ასპარეზობები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ქალაქ ოლიმპიაში. | ||
| ხაზი 26: | ხაზი 23: | ||
ოლიმპიური ასპარეზობები განახლდა 1896 წლიდან. ტრადიციულად, იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ქალაქში, სადაც ეს უდიდესი ზეიმი ეწყობა, ოლიმპიაში ანთებული ჩირაღდანი მიაქვთ მსრბოლელებს. | ოლიმპიური ასპარეზობები განახლდა 1896 წლიდან. ტრადიციულად, იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ქალაქში, სადაც ეს უდიდესი ზეიმი ეწყობა, ოლიმპიაში ანთებული ჩირაღდანი მიაქვთ მსრბოლელებს. | ||

15:25, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ოლიმპიური თამაშები – (ბერძნ.) ოლიმპიელი ზევსის პატივსადებად დაწესებული საერთო ბერძნული ასპარეზობები, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ქალაქ ოლიმპიაში.
სახელოვანი პოეტის, პინდაროსის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თავდაპირველად დააწესა პელოფსმა, ხოლო
შემდეგ ჰერაკლემ თავისი ღვთაებრივი მამისა და მფარველის, ზევსის, თაყვანისცემის ნიშნად. რეგულარულად
ეს თამაშები იმართებოდა ძვ.წ.VII საუკუნიდან, გამარჯვებულთა სიები კი უკვე ძვ.წ. 776 წლიდან არის ცნობილი.
ოლიმპიური თამაშები ყოველ მეოთხე წელს, ზაფხულის ბუნიაობის (ივლისი-აგვისტო) შემდეგ ტარდებოდა. დღესასწაულის განმავლობაში
მთელ საბერძნეთში საყოველთაო სიმშვიდე სუფევდა. ასპარეზობის ადგილი იყო ელისის ოლიმპია. ძველი ქალაქის-პისას
მახლობლად მდებარე ადგილი ზევსის წმინდა სავანედ ითვლებოდა. შესაბამისად, იქ იყო ზევსის ტაძარი, პელოფსის წმინდა
სამაროვანი, ზევსის სამსხვერპლო, თორმეტი ღმერთის ექვსი ორმაგი საკურთხეველი და სხვა წმინდა ნაგებობები. შემოსაზღვრული ადგილის მიღმა, ალფეოსის გაყოლებაზე მდებარეობდა სტადიონი და ჰიპოდრომი. დღესასწაული გრძელდებოდა
შვიდი დღე. მსაჯულები იყვნენ ელისის მკვიდრნი. ასპარეზობები ტარდებოდა შემდეგ სახეობებში: სრბოლა, ორმაგი სრბოლა,
შორს სრბოლა, სრბოლა იარაღით, შებმა, მუშტი-კრივი, მრავალჭიდი („პანკრატიონი“ – მუშტი-კრივი შებმითურთ), ხუთჭიდი
(„პენტათლონი“ – სრბოლა, ხტომა, დისკოს ტყორცნა, შუბის ტყორცნა და შებმა), ჯირითი, ეტლით სრბოლა. აგრეთვე – სრბოლა, შებმა და მუშტი-კრივი ჭაბუკებისათვის. უძველეს და უმთავრეს ასპარეზობად ითვლებოდა უბრალო სრბოლა,
ხოლო ყველაზე საპატიოდ – ეტლით სრბოლა. ძვ.წ. V საუკუნიდან ოლიმპიურ ასპარეზობებზე გამოდიოდნენ პოეტებიც.
გამარჯვებულებს „ოლიმპიონიკებს“ უწოდებდნენ. მათი ჯილდო იყო წმინდა ზეთისხილის გვირგვინი და პალმის რტო. მას, ვინც სამგზის გაიმარჯვებდა, უფლება ეძლეოდა დაედგა თავისი ქანდაკება ოლიმპიაში. გამარჯვებულთა სახელებს საქვეყნოდ აცხადებდნენ და განადიდებდნენ იმ ქალაქებს, საიდანაც ისინი იყვნენ. ოლიმპიონიკესი ცხოვრების ბოლომდე თავისუფლდებოდა
სახელმწიფოებრივი ვალდებულებისაგან და საყოველთაო პატივით იყო მოსილი.
ოლიმპიური ასპარეზობები განახლდა 1896 წლიდან. ტრადიციულად, იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ქალაქში, სადაც ეს უდიდესი ზეიმი ეწყობა, ოლიმპიაში ანთებული ჩირაღდანი მიაქვთ მსრბოლელებს.