ბონუს ევენტუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბონუს ევენტუსი''' – ''(რომ.)'' „წარმატება“, „კეთილი ბოლო“. მოსავ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:რომაული მითები]] | ||
12:54, 28 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ბონუს ევენტუსი – (რომ.) „წარმატება“, „კეთილი ბოლო“.
მოსავლისა და მინდვრის ნაყოფთა რომაული ღვთაება. მოგვიანებით ბონუს ევენტუსი წარმატებისა და საქმის კეთილად დაგვირგვინების განსახიერებად იქცა. მას ბერძენ ტრიპტოლემოსთან აიგივებდნენ.
ბონუს ევენტუსს წარმოსახავდნენ ეტლზე ამხედრებულ ჭაბუკად. ეტლში ფრთოსანი დრაკონები იყო შებმული. ჭაბუკს მარჯვენა ხელში სამსხვერპლო თასი ეპყრა, მარცხენაში კი – თავთავთა კონა და სიუხვის რქა.