ერიქსონი ერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ერიქსონი ერიკ '''ერიქსონი ერიკ''' - Erikson Erik, Эри...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ერიქსონი ერიკ''' - Erikson Erik, Эриксон Эрик, 1902–1994  
 
'''ერიქსონი ერიკ''' - Erikson Erik, Эриксон Эрик, 1902–1994  
  
ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი, [[ეგოფსიქოლოგია|ეგოფსიქოლოგიის]] ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, ფსიქოისტორიის შემქნელი. ახალგაზრდობა გაატარა  [[გერმანია|გერმანიაში]]. გატაცებული იყო ფერწერით. 1927-1933 წლებში სწავლობდა ვენის ფსიქოანალიზურ ინსტიტუტში და გადიოდა პირად ფსიქოანალიზს ა. ფროიდთან. 1933 წელს, გერმანელი ნაცისტების მიერ [[ავსტრია|ავსტრიის]] დაპყრობის შემდეგ, გადასახლდა ოჯახით [[აშშ]]-ში. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა ბოსტონში, სადაც ეწეოდა პრაქტიკას ბავშვის ფსიქოანალიზის მიმართულებით ჰარვარდის სამედიცინო კლინიკაში. ამ დროს დაამყარა  პირადი და თანამაშრომლობითი ურთიერთობა გამოჩენილ მეცნიერებთან: [[მიურეი ჰენრი ალექსანდრ  |ჰ. მიურეისთან]], [[ლევინი კურტ ცადეკ  |კ. ლევინთან]], რუთ ბენედიქტთან, მარგარეტ მიდთან. შემდგომში ერიქსონი წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ბერკლი, ჰარვარდი). სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც (1970), გარდაცვალებამდე განაგძობდა აქტიურ მოღვაწეობას ერიქსონის ცენტრში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) და წიგნების წერას.  
+
ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი, ეგოფსიქოლოგიის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, ფსიქოისტორიის შემქნელი. ახალგაზრდობა გაატარა  [[გერმანია|გერმანიაში]]. გატაცებული იყო ფერწერით. 1927-1933 წლებში სწავლობდა ვენის ფსიქოანალიზურ ინსტიტუტში და გადიოდა პირად ფსიქოანალიზს ა. ფროიდთან. 1933 წელს, გერმანელი ნაცისტების მიერ [[ავსტრია|ავსტრიის]] დაპყრობის შემდეგ, გადასახლდა ოჯახით [[აშშ]]-ში. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა ბოსტონში, სადაც ეწეოდა პრაქტიკას ბავშვის ფსიქოანალიზის მიმართულებით ჰარვარდის სამედიცინო კლინიკაში. ამ დროს დაამყარა  პირადი და თანამაშრომლობითი ურთიერთობა გამოჩენილ მეცნიერებთან: [[მიურეი ჰენრი ალექსანდრ  |ჰ. მიურეისთან]], [[ლევინი კურტ ცადეკ  |კ. ლევინთან]], რუთ ბენედიქტთან, მარგარეტ მიდთან. შემდგომში ერიქსონი წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ბერკლი, ჰარვარდი). სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც (1970), გარდაცვალებამდე განაგძობდა აქტიურ მოღვაწეობას ერიქსონის ცენტრში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) და წიგნების წერას.  
  
ერიქსონის პირველი წიგნი, რომელმაც ავტორს - ეგოფსიქოლოგიის წამყვან მკვლევარს - საყოველთაო აღიარება მოუტანა, იყო „ბავშვობა და საზოგადოება” (1950). წიგნი 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მასში გადმოცემულია ერიქსონის [[ეპიგენეზური თეორია|ეპიგენეზური თეორიის]] ძირითადი შინაარსი. 1956 წელს გამოიცა წიგნი „ლუთერის ახალგაზრდობა”, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ დარგს - '''ფსიქოისტორიას'''. შემდგომი წიგნი ამ დარგში - „განდის ჭეშმარიტება” (1969) - აღინიშნა პულიტცერის პრემიით, რითაც ავტორის სამწერლო ნიჭიერებაც დაფასდა. ამის გარდა, ერიქსონმა ფსიქობიოგრაფიის განხრით იკვლია მ. გორკის, ვ. ვილსონის, ზ. ფროიდის, ბ. შოუს, თ. ჯეფერსონისა და [[ჰიტლერი ადოლფ|ა. ჰიტლერის]] [[პიროვნება|პიროვნებები]].  
+
ერიქსონის პირველი წიგნი, რომელმაც ავტორს - ეგოფსიქოლოგიის წამყვან მკვლევარს - საყოველთაო აღიარება მოუტანა, იყო „ბავშვობა და საზოგადოება” (1950). წიგნი 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მასში გადმოცემულია ერიქსონის ეპიგენეზური თეორიის ძირითადი შინაარსი. 1956 წელს გამოიცა წიგნი „ლუთერის ახალგაზრდობა”, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ დარგს - '''ფსიქოისტორიას'''. შემდგომი წიგნი ამ დარგში - „განდის ჭეშმარიტება” (1969) - აღინიშნა პულიტცერის პრემიით, რითაც ავტორის სამწერლო ნიჭიერებაც დაფასდა. ამის გარდა, ერიქსონმა ფსიქობიოგრაფიის განხრით იკვლია მ. გორკის, ვ. ვილსონის, [[ფროიდი ზიგმუნდ|ზ. ფროიდის]], ბ. შოუს, თ. ჯეფერსონისა და [[ჰიტლერი ადოლფ|ა. ჰიტლერის]] [[პიროვნება|პიროვნებები]].  
  
ერიქსონის ფსიქოლოგიური შეხედულებები დაფუძნებულია თავისთავთან მუდმივ იგივეობად განცდილი ფსიქოსოციალური [[იდენტურობა|იდენტურობის]] ცნებაზე. იდენტურობის ჩამოყალიბება არსებითად პიროვნების, მეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და რვა სტადიას გაივლის ([[ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები]]). ერიქსონი ნაწილობრივ ზ. ფროიდის მიმდევარი იყო, არ კარგავდა კავშირს ფსიქოანალიზთან, რომლის პოზიციებდან გამოიკვლია ურთიერთკავშირი სოციალურ რყევებსა (ომები, რევოლუციები და სხვა) და მასობრივ ნევროზებს შორის. მაგრამ ერიქსონი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებდა არა [[ქვეცნობიერი|ქვეცნობიერს]], არამედ ცნობიერ მეობას (ამიტომაც უწოდა თავის თეორიას „ეგოფსიქოლოგია”); აგრეთვე, არ იფარგლებოდა ბავშვობით. ამაშია არსებითი განსხვავება კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ერიქსონის თეორიას, ეპიგენეზური თეორიას შორის.  
+
ერიქსონის ფსიქოლოგიური შეხედულებები დაფუძნებულია თავისთავთან მუდმივ იგივეობად განცდილი ფსიქოსოციალური [[იდენტურობა|იდენტურობის]] ცნებაზე. იდენტურობის ჩამოყალიბება არსებითად პიროვნების, მეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და რვა სტადიას გაივლის {ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები}. ერიქსონი ნაწილობრივ ზ. ფროიდის მიმდევარი იყო, არ კარგავდა კავშირს ფსიქოანალიზთან, რომლის პოზიციებდან გამოიკვლია ურთიერთკავშირი სოციალურ რყევებსა (ომები, რევოლუციები და სხვა) და მასობრივ ნევროზებს შორის. მაგრამ ერიქსონი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებდა არა ქვეცნობიერს, არამედ ცნობიერ მეობას (ამიტომაც უწოდა თავის თეორიას „ეგოფსიქოლოგია”); აგრეთვე, არ იფარგლებოდა ბავშვობით. ამაშია არსებითი განსხვავება კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ერიქსონის თეორიას, ეპიგენეზური თეორიას შორის.  
  
 
ერიქსონი, როგორც პრაქტიკოსი, მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოანალიზის ფარგლებში. ფსიქოთერაპიული საქმიანობის აზრს იმაში ხედავდა, რომ აღედგინა ავადმყოფის იდენტურობის განცდა.  
 
ერიქსონი, როგორც პრაქტიკოსი, მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოანალიზის ფარგლებში. ფსიქოთერაპიული საქმიანობის აზრს იმაში ხედავდა, რომ აღედგინა ავადმყოფის იდენტურობის განცდა.  
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
[[კატეგორია:ეგოფსიქოლოგია]]
 
[[კატეგორია:ეგოფსიქოლოგია]]
[[კატეგორია:ეპიგინეზური თეორია]]
+
[[კატეგორია:ეპიგინეზური თეორია]]
 +
[[კატეგორია:ფსიქოანალიზი]]
 +
[[კატეგორია:ფსიქოისტორია]]  
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 14:32, 29 ივლისი 2020 მდგომარეობით

ერიქსონი ერიკ

ერიქსონი ერიკ - Erikson Erik, Эриксон Эрик, 1902–1994

ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი, ეგოფსიქოლოგიის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, ფსიქოისტორიის შემქნელი. ახალგაზრდობა გაატარა გერმანიაში. გატაცებული იყო ფერწერით. 1927-1933 წლებში სწავლობდა ვენის ფსიქოანალიზურ ინსტიტუტში და გადიოდა პირად ფსიქოანალიზს ა. ფროიდთან. 1933 წელს, გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიის დაპყრობის შემდეგ, გადასახლდა ოჯახით აშშ-ში. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა ბოსტონში, სადაც ეწეოდა პრაქტიკას ბავშვის ფსიქოანალიზის მიმართულებით ჰარვარდის სამედიცინო კლინიკაში. ამ დროს დაამყარა პირადი და თანამაშრომლობითი ურთიერთობა გამოჩენილ მეცნიერებთან: ჰ. მიურეისთან, კ. ლევინთან, რუთ ბენედიქტთან, მარგარეტ მიდთან. შემდგომში ერიქსონი წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ბერკლი, ჰარვარდი). სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც (1970), გარდაცვალებამდე განაგძობდა აქტიურ მოღვაწეობას ერიქსონის ცენტრში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) და წიგნების წერას.

ერიქსონის პირველი წიგნი, რომელმაც ავტორს - ეგოფსიქოლოგიის წამყვან მკვლევარს - საყოველთაო აღიარება მოუტანა, იყო „ბავშვობა და საზოგადოება” (1950). წიგნი 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მასში გადმოცემულია ერიქსონის ეპიგენეზური თეორიის ძირითადი შინაარსი. 1956 წელს გამოიცა წიგნი „ლუთერის ახალგაზრდობა”, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ დარგს - ფსიქოისტორიას. შემდგომი წიგნი ამ დარგში - „განდის ჭეშმარიტება” (1969) - აღინიშნა პულიტცერის პრემიით, რითაც ავტორის სამწერლო ნიჭიერებაც დაფასდა. ამის გარდა, ერიქსონმა ფსიქობიოგრაფიის განხრით იკვლია მ. გორკის, ვ. ვილსონის, ზ. ფროიდის, ბ. შოუს, თ. ჯეფერსონისა და ა. ჰიტლერის პიროვნებები.

ერიქსონის ფსიქოლოგიური შეხედულებები დაფუძნებულია თავისთავთან მუდმივ იგივეობად განცდილი ფსიქოსოციალური იდენტურობის ცნებაზე. იდენტურობის ჩამოყალიბება არსებითად პიროვნების, მეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და რვა სტადიას გაივლის {ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები}. ერიქსონი ნაწილობრივ ზ. ფროიდის მიმდევარი იყო, არ კარგავდა კავშირს ფსიქოანალიზთან, რომლის პოზიციებდან გამოიკვლია ურთიერთკავშირი სოციალურ რყევებსა (ომები, რევოლუციები და სხვა) და მასობრივ ნევროზებს შორის. მაგრამ ერიქსონი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებდა არა ქვეცნობიერს, არამედ ცნობიერ მეობას (ამიტომაც უწოდა თავის თეორიას „ეგოფსიქოლოგია”); აგრეთვე, არ იფარგლებოდა ბავშვობით. ამაშია არსებითი განსხვავება კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ერიქსონის თეორიას, ეპიგენეზური თეორიას შორის.

ერიქსონი, როგორც პრაქტიკოსი, მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოანალიზის ფარგლებში. ფსიქოთერაპიული საქმიანობის აზრს იმაში ხედავდა, რომ აღედგინა ავადმყოფის იდენტურობის განცდა.


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები