თეზის კვირაცხოვლის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''თეზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს, [[საქარ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''თეზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, | + | '''თეზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ თეზის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
16:19, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
თეზის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეზის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელიც არქიტრავით ყოფილა გადახურული. ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე - თითო ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა. აფსიდის მოხაზულობისაა სატრიუმფო თაღიც. საკურთხეველი გადახურულია ნახევარწრიული დაბეტონებული კამარით. აფსიდიდან კამარაზე გადასვლა განხორციელებულია აფსიდის კედლის თანდათანობით გათხელებით. ინტერიერი შელესილია, ფასადების კედლები დასრულებულია იყო თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი კრამიტით, რომლის ანაბეჭდები შემორჩენილია.
გადახურვის დუღაბზე – ეკლესიის ეზო შემოზღუდულია რიყის ქვით ნაგები წრიული გალავნით, რომელიც ამჟამად ძლიერ დანგრეულია – კედლები მხოლოდ 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. გალავანში შესასვლელი (შემორჩენილია ერთი წირთხლი) ჩრდილო-დასავლეთიდან იყო.