ანტიოქია (ეკლესია)
(ახალი გვერდი: '''ანტიოქია''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, შიდა ქართლი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ანტიოქია''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, | + | '''ანტიოქია''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]], მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან, შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთ კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო [[კოშკი]] – ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და [[აგური]]თ. |
ეკლესია დარბაზულია (7,9X4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ [[აფსიდი|აფსიდში]] გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა [[ნიში|ნიშებია]]. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით, და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტებიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილია [[კანკელი]]ს ფრაგმენტი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელია). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით, პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით –კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება. | ეკლესია დარბაზულია (7,9X4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ [[აფსიდი|აფსიდში]] გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა [[ნიში|ნიშებია]]. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით, და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტებიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილია [[კანკელი]]ს ფრაგმენტი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელია). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით, პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით –კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება. | ||
17:21, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ანტიოქია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან, შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთ კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი – ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.
ეკლესია დარბაზულია (7,9X4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით, და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტებიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელია). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით, პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით –კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება.
ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას (აღმოსავლეთით სუბსტრუქციაა). აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. შემორჩენილია გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია ცალფერდა სახურავით.
ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული (5,2X4,67 მ) ორსართულიანი კარიბჭე. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით. აქ ორმაგი თაღი (აღმოსავლეთისა ამოშენებულია) შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარის სამი საბჯენი თაღი კი კონსოლებს; კედლები შელესილია. დასავლეთის კედლის სარკმელი ამოქოლილია. ფასადები დასრულებულია ორმაგლილვიანი ლავგარდნით.
კარიბჭის მეორე სართულისგან (სათავდაცვო კოშკისგან) შემორჩენილია სათოფურებიანი კედლების მცირე ნაწილი.