აგლაძე ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აგლაძე ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ აგლაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვლადიმერ აგლაძე“ გადაიტანა გვერდზე „აგლაძე ვლადიმერ“ გადამის...) |
16:03, 10 სექტემბერი 2020-ის ვერსია
აგლაძე ვლადიმერ დიმიტრის ძე - (1879, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფელი მუხლი, — ქ. 1959, თბილისი). ქვაზე კვეთისა და ჩუქურთმის ოსტატი. ხელობა შეისწავლა ანჯელო ანდრეოლეტისა და ვინჩენცო რიცის სახელოსნოში. ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას: 1906 წელს დააარსა ქვაზე მომუშავეთა პროფკავშირი, 1921 წლიდან იყო მშენებელთა კავშირის თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისის სახაზინო თეატრის, ქვაშვეთის ეკლესიის, ქართული ბანკის, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, მეტეხის ახალი ხიდის, ფუნიკულიორის ზედა სადგურის, კინოთეატრ „რუსთაველის“, „დინამოს“ (ახლანდ. ბორის პაიჭაძის სახელობის) ეროვნული სტადიონის ფასადების მხატვრულ გაფორმებაში.