წინარეხის წმინდა თევდორეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია: წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია: წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]]

15:22, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

წინარეხის წმინდა თევდორეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის ჩრდილოეთით, ბორცვზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,75X4,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის ლოდები, ფიქალი და აგურიც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ნიში, რომელთაგან სამხრეთისა ორი ბრტყელი ქვით პირამიდულადაა გადახურული, ჩრდილოეთისა კი სწორკუთხაა. დასავლეთ კედელში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თაღი კონქს ერწყმის.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები