ალავერდის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალავერდის ეპარქია''' - [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალავერდის ეპარქია''' - [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის]] ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში ([[კახეთი]]). საეპისკოპოსო კათედრალია [[ალავერდის ტაძარი|წმ. გიორგის სახელობის ტაძარი]] სოფელ ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 20 კმ დაშორებით. ალავერდის ეპარქიის ისტორიულ საზღვრებს წარმოადგენდა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. მთიანეთიდან ა.ე-ში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. დღეს ა.ე. მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.  
+
'''ალავერდის ეპარქია''' - [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის]] ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში ([[კახეთი]]). საეპისკოპოსო კათედრალია [[ალავერდის ტაძარი|წმ. გიორგის სახელობის ტაძარი]] სოფელ ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 20 კმ დაშორებით. ალავერდის ეპარქიის ისტორიულ საზღვრებს წარმოადგენდა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და [[თუშეთი]]. დღეს ალავერდის ეპარქია მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.  
ალავერდის მონასტერს VI ს. II ნახ-ში საფუძველი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ, იოსებ ალავერდელმა, ჩაუყარა. ასურეთიდან მოსულ მამათა მოღვაწეობის მიზანი ქრისტ. ეკლესია-მონასტრების დაარსება, ადგილ. მოსახლეობის მოქცევა ან მოქცეულთა სარწმ. განმტკიცება იყო (იხ. „ალავერდი“).  
+
 
X ს. დასაწყისისათვის ალავერდი კახრთის ქორეპისკოპოსთა მთავარი სალოცავია, ხოლო XI ს. შუა ხანებისათვის დიდი საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ეპარქიის დაარსებისთანავე ალავერდელი მწყემსთავარი აბბა (ამბა) ალავერდელის წოდებით იხსენიება. ეს ტრადიცია უკავშირდება იოსებ აბბა ალავერდელს, მონასტრის პირველ მამას (სირიული აბბა-ამბა ქართ. „მამის“ შესატყვისია). ალავერდელი ეპისკოპოსები იმავდროულად ალავერდის მონასტრის წინამძღვრებად ითვლებიან და დღემდე ატარებენ მონასტრის „მამის“, აბბას ზედწოდებას. ალავერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატივასა და მატერიალურ შეწევნაში, ადგილობრივ ქტიტორთა გარდა, მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქების – მელქისედეკ I-ისა (1010-1033) და იოანე V ოქროპირის (1039-1049) – წვლილი. მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის ბიზანტიაში პირველი ვიზიტის შედეგად განახლდა და შეიმკო სვეტიცხოვლის ტაძარი და ქ. მცხეთა, ხოლო მისი მომდევნო ვიზიტების შედეგად მან სვეტიცხოველს შეძენილი მამულები უბოძა და მიიღო მატერიალური შეწევნა სხვა ქართ. ეკლესიებისათვის, სავარაუდოა, ალავერდის ტაძრის შენებისათვისაც.  
+
[[ალავერდის ტაძარი|ალავერდის მონასტერს]] VI საუკუნის II ნახევარში საფუძველი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ, იოსებ ალავერდელმა, ჩაუყარა. ასურეთიდან მოსულ მამათა მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების დაარსება, ადგილობრივი მოსახლეობის მოქცევა ან მოქცეულთა სარწმუნოების განმტკიცება იყო.  
ახლანდ. ალავერდის ტაძრის მშენებლობის დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ დაახლ. 1025 წ., როდესაც რანთა და კახთა მეფე იყო კვირიკე III დიდი, ხოლო საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი – მელქისედეკი. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი იყო ქართ. სახელმწიფოს უზენაესი საერო და სასულიერო ხელისუფლება, უმთავრესი განმახორციელებელი – საქართვ. საპატრიარქო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას მყარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ალავერდის კათედრალის მშენებლობა იყო გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი ბაგრატ III-ის პოლიტ. კურსისა, რომელიც ქართველთა მეფის ხელდებულ ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრების დაარსება-განახლების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკურ და კულტუტულ-რელიგიურ ერთიანობას ემსახურებოდა.
+
 
 +
X ს. დასაწყისისათვის ალავერდი კახრთის ქორეპისკოპოსთა მთავარი სალოცავია, ხოლო XI ს. შუა ხანებისათვის დიდი საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ეპარქიის დაარსებისთანავე ალავერდელი მწყემსთავარი აბბა (ამბა) ალავერდელის წოდებით იხსენიება. ეს ტრადიცია უკავშირდება იოსებ აბბა ალავერდელს, მონასტრის პირველ მამას (სირიული აბბა-ამბა ქართულად „მამის“ შესატყვისია). ალავერდელი ეპისკოპოსები იმავდროულად ალავერდის მონასტრის წინამძღვრებად ითვლებიან და დღემდე ატარებენ მონასტრის „მამის“, აბბას ზედწოდებას. ალავერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატივასა და მატერიალურ შეწევნაში, ადგილობრივ [[ქტიტორი|ქტიტორთა]] გარდა, მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების – მელქისედეკ I-ისა (1010-1033) და იოანე V ოქროპირის (1039-1049) – წვლილი. მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის [[ბიზანტია]]ში პირველი ვიზიტის შედეგად განახლდა და შეიმკო [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის ტაძარი]] და ქ. [[მცხეთა]], ხოლო მისი მომდევნო ვიზიტების შედეგად მან სვეტიცხოველს შეძენილი მამულები უბოძა და მიიღო მატერიალური შეწევნა სხვა ქართული ეკლესიებისათვის, სავარაუდოა, ალავერდის ტაძრის შენებისათვისაც.  
 +
 
 +
ახლანდელი ალავერდის ტაძრის მშენებლობის დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ დაახლოებით 1025 წ., როდესაც რანთა და კახთა მეფე იყო კვირიკე III დიდი, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – მელქისედეკი. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი იყო ქართული სახელმწიფოს უზენაესი საერო და სასულიერო ხელისუფლება, უმთავრესი განმახორციელებელი – საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას მყარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ალავერდის კათედრალის მშენებლობა იყო გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი [[ბაგრატ III]]-ის პოლიტ. კურსისა, რომელიც ქართველთა მეფის ხელდებულ ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრების დაარსება-განახლების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკურ და კულტუტულ-რელიგიურ ერთიანობას ემსახურებოდა.
 +
 
 +
ახლად დაარსებული ალავერდის ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო გიორგი აბა (აბა – აბბა – ამბა), ტაძრის მშენებლობის თანამედროვე ალავერდის მონასტრის წინამძღვარი და ერთ-ერთი ქტიტორი, ალავერდის ტაძრის კონქის მაშენებელი, გოდერძი ერისთავთერისთავის დისწული. საწინამძღვრო და საეპისკოპოსო ხარისხის შეთავსების ტრადიცია მისგან უნდა მომდინარეობდეს.
 +
 
 +
XI ს. შუა ხანებისათვის განსრულებულ-შემკობილი ალავერდის შესანიშნავი ტაძარი 1089 წ. მიწისძვრას დიდად უნდა დაეზიანებინა, იგი 1089 წლიდან 1104-1112 წწ-მდე დაზიანებული და გუმბათჩამოქცეული მდგარა. კახეთის იმდროინდელ მეფეებს, კვირიკე IV-სა (1084-1104) და აღსართან II-ს (1104), მისი აღდგენის ძალა არ შესწევდათ. წყაროთა უქონლობის გამო ჩვენთვის უცნობია ალავერდის ცხოვრების ეს პერიოდი, არა გვაქვს არავითარი ცნობა ამ პერიოდში მოღვაწე ალავერდელ მღვდელმთავართა შესახებაც.
 +
 
 +
[[დავით IV|დავით IV აღმაშენებლი]]ს მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ ალავერდის ეპარქია ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. ამ პოლიტიკურმა აქტმა ასახვა ახლად შემოერთებული სამეფოს უმთავრეს სალოცავში – ალავერდის ტაძარში – პოვა. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] 1104-1112 წწ-ით დათარიღებული ფრესკული წარწერის ფრაგმენტების თანახმად, ალავერდის ტაძარში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. ახლად შემოერთებული კახეთის სამეფოს უმთავრესი სალოცავის, ალავერდის, განახლება მეტად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. მონუმენტური წარწერის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, საკურთხეველში მოთავსება და მასში მეფეთ მეფე დავითის მოხსენიება, კახეთის სამეფოში ახალი ხელისუფლების დამყარების მაუწყებელი იყო.
 +
 
 +
გიორგი [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ სამდივანმწიგნობროს მოთავეობა გიორგის დისწულს, სვიმეონს ჩააბარა, რომელიც 1118-1123 წწ. ბედიელ–ალავერდელი და მწიგნობართუხუცესი იყო. იგივე პირი, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელი, იხსენიება დავით აღმაშენებელის შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ ანდერძში (1123-1124), სადაც მეფე მას, როგორც სამდივანმწიგნობროს მეთაურს, „საურავად“ გადასცემს მღვიმის მონასტერს. ამდენად, XII ს. 20-იანი წლების საქართველოს ორი უკიდურესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის – უმნიშვნელოვანესი კათედრა, ერთი პირის, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელის; ხელში იყო გაერთიანებული. ამ დროისათვის ალავერდელი მღვდელმთავარი საქართველოს სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა დაწინაურებული.
 +
 
 +
არსებული დოკუმენტური მასალის მიხედვით, XIII ს. ალავერდელ ეპისკოპოსს ქართველ მღვდელმთავართა შორის საპატიო ადგილი უკავია. XIII ს. მოღვაწე ალავერდელთაგან ჩვენთვის ცნობილია ბასილი, იოანე (1247-1250) და ანტონ (XIII ს. II ნახ.) ალავერდელები. XIV ს. დამლევისათვის კახეთ-ჰერეთში მძიმე ვითარებაა, რაც აქაურ ეპარქიათა მდგომარეობაზედაც აისახა, თუმცა 1401-1413 წწ. მცხეთის გუჯარში ალავერდელი მთავარეპისკოპოსის მოხსენიება მიუთითებს, რომ თემურლენგის ლაშქრობათა მძიმე შედეგების მიუხედავად, ალავერდი მოქმედი კათედრაა.
 +
 
 +
XV ს. 40-იანი წლებისათვის ალექსანდრე/ დიდის მალის ამოკვეთის სიგელს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ შიო II-სა (დაახლ. 1439-1443/47) და წილკნელთან ერთად ამტკიცებს ალავერდელი აბრაამ ეპისკოპოსი.
 +
 
 +
ალავერდის მონასტრისა და საეპისკოპოსოს ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება XV ს. შუა ხანებისათვის, კახეთის ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბების დროიდან. გიორგი VIII-ის მიერ ალავერდის კათედრაზე ხელდასხმული ეპისკოპოსი გაბრიელი, შესაძლოა, იყოს ჯერ კიდევ ერთიანობის დროის სამეფო კარის ხუცესი და მოძღვარი გაბრიელი, რომელმაც გიორგი მეფეს უერთგულა და ახლო გარემოცვასთან ერთად კახეთს გადავიდა. გიორგი VIII-ს ერთგულად ნამსახური პირადი ხუცესი და მოძღვარი „თავ-კახთა“, ალავერდის მთავარეპისკოპოსად და სამეფო [[სადროშო]]ს მეთაურად უნდა დაედგინა. კახთა მეფის მიერ ახლად ჩამოყალიბებულ სამეფოში გატარებულ რეფორმათაგან უმთავრესი – სამხედრო ორგანიზაციის ცვლილება – ალავერდელ მღვდელმთავარსაც უნდა შეხებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი VIII-მ კახეთი „განჰყო ოთხს სადროშოდ და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა“. სამ სადროშოს მეფემ ბოდბელი, რუსთველი და ნეკრესელი ეპისკოპოსები უთავა. მეოთხე სადროშოს თაობაზე ვახუშტი ცნობას არ გვაწვდის. მეოთხე სადროშო როგორც [[ქართლი|ქართლში]], ისე კახეთში სამეფო უნდა ყოფილიყო, რომელიც ქართლში ექვემდებარებოდა თავადს, ხოლო კახეთში — [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსს]]. მეოთხე, სამეფო სადროშოს, კახ მღვდელმთავართა შორის გამორჩეული, ალავერდელი ეპისკოპოსი [[სარდლობა|სარდლობდა]]. კახეთის სადროშოებად დაყოფისას მცირე საეპისკოპოსოები უფრო მსხვილ საეპისკოპოსოთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. სადროშოთა სარდალი ეპისკოპოსები [[ლაშქარი|ლაშქარს]] [[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველამდე]] მიაცილებდნენ, ხოლო უშუალოდ [[ბრძოლა|ბრძოლის]] დროს მათ [[მოურავი|მოურავები]] ენაცვლებოდნენ. სამეფო სადროშოს სარდლობა, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდიდა ალავერდელის მნიშვნელობას.
 +
კახთა მეფე ალექსანდრე I-მა (1476-1511), მეფის დედამ – დედოფალთდედოფალმა ნესტან-დარეჯანმა და მეუღლემ – დედოფალმა ანამ „...აღაშენეს და განწმიდნეს“ ალავერდის ტაძარი „ყოვლისაგან ღუარძლისა...“, „...დაქცეული და დაძველებული სამჭრენი და გუმბათნი“. ალექსანდრე I-მა ასევე „დაახატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა“, და „აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათუის.“ მეფემ ალავერდის ეპარქიას ყმა-მამულიც შესწირა და ალავერდსა და შუამთაში [[აღაპი]] განიჩინა. ამბა ალავერდელად „დასვა“ ევთიმი მიჩაბაძე, მისივე დახასიათებით, „კაცი ზეცისა და ანგელოსი ქუეყანისა, წმიდათა მღუდელთ მოძღუართა მწყემსი კეთილი.“ 1492-1497 წწ. შორის კახთა მეფის, ალექსანდრე I-ის, ზეობისა და ამბა ალავერდელ კირილეს მღვდელმთავრობის დროს კახეთში სვეტიცხოვლის მამულები მოუვლია კათოლიკოს აბრაჰამ II აბალაკს (1492-1497).
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:

18:59, 15 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ალავერდის ეპარქია - საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი). საეპისკოპოსო კათედრალია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი სოფელ ალავერდში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მდინარე ალაზნის ველზე, ქ. თელავიდან 20 კმ დაშორებით. ალავერდის ეპარქიის ისტორიულ საზღვრებს წარმოადგენდა: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. დღეს ალავერდის ეპარქია მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ალავერდის მონასტერს VI საუკუნის II ნახევარში საფუძველი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ, იოსებ ალავერდელმა, ჩაუყარა. ასურეთიდან მოსულ მამათა მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების დაარსება, ადგილობრივი მოსახლეობის მოქცევა ან მოქცეულთა სარწმუნოების განმტკიცება იყო.

X ს. დასაწყისისათვის ალავერდი კახრთის ქორეპისკოპოსთა მთავარი სალოცავია, ხოლო XI ს. შუა ხანებისათვის დიდი საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ საეპისკოპოსო ცენტრად იქცა. ეპარქიის დაარსებისთანავე ალავერდელი მწყემსთავარი აბბა (ამბა) ალავერდელის წოდებით იხსენიება. ეს ტრადიცია უკავშირდება იოსებ აბბა ალავერდელს, მონასტრის პირველ მამას (სირიული აბბა-ამბა ქართულად „მამის“ შესატყვისია). ალავერდელი ეპისკოპოსები იმავდროულად ალავერდის მონასტრის წინამძღვრებად ითვლებიან და დღემდე ატარებენ მონასტრის „მამის“, აბბას ზედწოდებას. ალავერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატივასა და მატერიალურ შეწევნაში, ადგილობრივ ქტიტორთა გარდა, მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების – მელქისედეკ I-ისა (1010-1033) და იოანე V ოქროპირის (1039-1049) – წვლილი. მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის ბიზანტიაში პირველი ვიზიტის შედეგად განახლდა და შეიმკო სვეტიცხოვლის ტაძარი და ქ. მცხეთა, ხოლო მისი მომდევნო ვიზიტების შედეგად მან სვეტიცხოველს შეძენილი მამულები უბოძა და მიიღო მატერიალური შეწევნა სხვა ქართული ეკლესიებისათვის, სავარაუდოა, ალავერდის ტაძრის შენებისათვისაც.

ახლანდელი ალავერდის ტაძრის მშენებლობის დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ დაახლოებით 1025 წ., როდესაც რანთა და კახთა მეფე იყო კვირიკე III დიდი, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – მელქისედეკი. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი იყო ქართული სახელმწიფოს უზენაესი საერო და სასულიერო ხელისუფლება, უმთავრესი განმახორციელებელი – საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მთლიანობას მყარ იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ალავერდის კათედრალის მშენებლობა იყო გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი ბაგრატ III-ის პოლიტ. კურსისა, რომელიც ქართველთა მეფის ხელდებულ ტერიტორიაზე სასულიერო ცენტრების დაარსება-განახლების საშუალებით ქვეყნის პოლიტიკურ და კულტუტულ-რელიგიურ ერთიანობას ემსახურებოდა.

ახლად დაარსებული ალავერდის ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო გიორგი აბა (აბა – აბბა – ამბა), ტაძრის მშენებლობის თანამედროვე ალავერდის მონასტრის წინამძღვარი და ერთ-ერთი ქტიტორი, ალავერდის ტაძრის კონქის მაშენებელი, გოდერძი ერისთავთერისთავის დისწული. საწინამძღვრო და საეპისკოპოსო ხარისხის შეთავსების ტრადიცია მისგან უნდა მომდინარეობდეს.

XI ს. შუა ხანებისათვის განსრულებულ-შემკობილი ალავერდის შესანიშნავი ტაძარი 1089 წ. მიწისძვრას დიდად უნდა დაეზიანებინა, იგი 1089 წლიდან 1104-1112 წწ-მდე დაზიანებული და გუმბათჩამოქცეული მდგარა. კახეთის იმდროინდელ მეფეებს, კვირიკე IV-სა (1084-1104) და აღსართან II-ს (1104), მისი აღდგენის ძალა არ შესწევდათ. წყაროთა უქონლობის გამო ჩვენთვის უცნობია ალავერდის ცხოვრების ეს პერიოდი, არა გვაქვს არავითარი ცნობა ამ პერიოდში მოღვაწე ალავერდელ მღვდელმთავართა შესახებაც.

დავით IV აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ ალავერდის ეპარქია ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. ამ პოლიტიკურმა აქტმა ასახვა ახლად შემოერთებული სამეფოს უმთავრეს სალოცავში – ალავერდის ტაძარში – პოვა. საკურთხევლის 1104-1112 წწ-ით დათარიღებული ფრესკული წარწერის ფრაგმენტების თანახმად, ალავერდის ტაძარში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. ახლად შემოერთებული კახეთის სამეფოს უმთავრესი სალოცავის, ალავერდის, განახლება მეტად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. მონუმენტური წარწერის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, საკურთხეველში მოთავსება და მასში მეფეთ მეფე დავითის მოხსენიება, კახეთის სამეფოში ახალი ხელისუფლების დამყარების მაუწყებელი იყო.

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ სამდივანმწიგნობროს მოთავეობა გიორგის დისწულს, სვიმეონს ჩააბარა, რომელიც 1118-1123 წწ. ბედიელ–ალავერდელი და მწიგნობართუხუცესი იყო. იგივე პირი, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელი, იხსენიება დავით აღმაშენებელის შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ ანდერძში (1123-1124), სადაც მეფე მას, როგორც სამდივანმწიგნობროს მეთაურს, „საურავად“ გადასცემს მღვიმის მონასტერს. ამდენად, XII ს. 20-იანი წლების საქართველოს ორი უკიდურესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის – უმნიშვნელოვანესი კათედრა, ერთი პირის, სვიმეონ ბედიელ-ალავერდელის; ხელში იყო გაერთიანებული. ამ დროისათვის ალავერდელი მღვდელმთავარი საქართველოს სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა დაწინაურებული.

არსებული დოკუმენტური მასალის მიხედვით, XIII ს. ალავერდელ ეპისკოპოსს ქართველ მღვდელმთავართა შორის საპატიო ადგილი უკავია. XIII ს. მოღვაწე ალავერდელთაგან ჩვენთვის ცნობილია ბასილი, იოანე (1247-1250) და ანტონ (XIII ს. II ნახ.) ალავერდელები. XIV ს. დამლევისათვის კახეთ-ჰერეთში მძიმე ვითარებაა, რაც აქაურ ეპარქიათა მდგომარეობაზედაც აისახა, თუმცა 1401-1413 წწ. მცხეთის გუჯარში ალავერდელი მთავარეპისკოპოსის მოხსენიება მიუთითებს, რომ თემურლენგის ლაშქრობათა მძიმე შედეგების მიუხედავად, ალავერდი მოქმედი კათედრაა.

XV ს. 40-იანი წლებისათვის ალექსანდრე/ დიდის მალის ამოკვეთის სიგელს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ შიო II-სა (დაახლ. 1439-1443/47) და წილკნელთან ერთად ამტკიცებს ალავერდელი აბრაამ ეპისკოპოსი.

ალავერდის მონასტრისა და საეპისკოპოსოს ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება XV ს. შუა ხანებისათვის, კახეთის ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბების დროიდან. გიორგი VIII-ის მიერ ალავერდის კათედრაზე ხელდასხმული ეპისკოპოსი გაბრიელი, შესაძლოა, იყოს ჯერ კიდევ ერთიანობის დროის სამეფო კარის ხუცესი და მოძღვარი გაბრიელი, რომელმაც გიორგი მეფეს უერთგულა და ახლო გარემოცვასთან ერთად კახეთს გადავიდა. გიორგი VIII-ს ერთგულად ნამსახური პირადი ხუცესი და მოძღვარი „თავ-კახთა“, ალავერდის მთავარეპისკოპოსად და სამეფო სადროშოს მეთაურად უნდა დაედგინა. კახთა მეფის მიერ ახლად ჩამოყალიბებულ სამეფოში გატარებულ რეფორმათაგან უმთავრესი – სამხედრო ორგანიზაციის ცვლილება – ალავერდელ მღვდელმთავარსაც უნდა შეხებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი VIII-მ კახეთი „განჰყო ოთხს სადროშოდ და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა“. სამ სადროშოს მეფემ ბოდბელი, რუსთველი და ნეკრესელი ეპისკოპოსები უთავა. მეოთხე სადროშოს თაობაზე ვახუშტი ცნობას არ გვაწვდის. მეოთხე სადროშო როგორც ქართლში, ისე კახეთში სამეფო უნდა ყოფილიყო, რომელიც ქართლში ექვემდებარებოდა თავადს, ხოლო კახეთში — ეპისკოპოსს. მეოთხე, სამეფო სადროშოს, კახ მღვდელმთავართა შორის გამორჩეული, ალავერდელი ეპისკოპოსი სარდლობდა. კახეთის სადროშოებად დაყოფისას მცირე საეპისკოპოსოები უფრო მსხვილ საეპისკოპოსოთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. სადროშოთა სარდალი ეპისკოპოსები ლაშქარს ბრძოლის ველამდე მიაცილებდნენ, ხოლო უშუალოდ ბრძოლის დროს მათ მოურავები ენაცვლებოდნენ. სამეფო სადროშოს სარდლობა, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდიდა ალავერდელის მნიშვნელობას. კახთა მეფე ალექსანდრე I-მა (1476-1511), მეფის დედამ – დედოფალთდედოფალმა ნესტან-დარეჯანმა და მეუღლემ – დედოფალმა ანამ „...აღაშენეს და განწმიდნეს“ ალავერდის ტაძარი „ყოვლისაგან ღუარძლისა...“, „...დაქცეული და დაძველებული სამჭრენი და გუმბათნი“. ალექსანდრე I-მა ასევე „დაახატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა“, და „აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათუის.“ მეფემ ალავერდის ეპარქიას ყმა-მამულიც შესწირა და ალავერდსა და შუამთაში აღაპი განიჩინა. ამბა ალავერდელად „დასვა“ ევთიმი მიჩაბაძე, მისივე დახასიათებით, „კაცი ზეცისა და ანგელოსი ქუეყანისა, წმიდათა მღუდელთ მოძღუართა მწყემსი კეთილი.“ 1492-1497 წწ. შორის კახთა მეფის, ალექსანდრე I-ის, ზეობისა და ამბა ალავერდელ კირილეს მღვდელმთავრობის დროს კახეთში სვეტიცხოვლის მამულები მოუვლია კათოლიკოს აბრაჰამ II აბალაკს (1492-1497).

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია [[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები