აწკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მიმდინარე ცვლილება 19:40, 25 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აწკი (აწკჷ) - აფხ. კაბა, ქალისა. საყელოიანი. წინ წელამდე ჩაჭრილი, მჭიდროდ მორგებული, წელს ქვემოთ თავისუფალი და განიერი. მკლავები ხელის მტევანთან შეკრული. საყელო და გულ-მკერდი ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ან სხვადასხვა ფერის თასმებით გაწყობილი. მის ქვეშ ქალებს უსაყელო და გრძელმკლავიანი პერანგი ეცვათ. პერანგის ზემო ნაწილი სხვადასხვა ფერის სირმებით იყო შემოვლებული.