აშვხა
(ახალი გვერდი: '''აშვხა (აშοხა)''' - აფხ. ყველის თავი, ერთი თავი სულგუნი. სუ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[კატეგორია:აფხაზები]] | [[კატეგორია:აფხაზები]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია:რძის | + | [[კატეგორია:რძის პროდუქტები]] |
[[კატეგორია:ქართული ყველის სახეობები]] | [[კატეგორია:ქართული ყველის სახეობები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:21, 26 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აშვხა (აშοხა) - აფხ. ყველის თავი, ერთი თავი სულგუნი. სულგუნის მოსამზადებლად რამდენიმე ახლად ამოყვანილ ყველს ჭრიან, ჯამში (აგუბლაა)დებენ და ადუღებულ რძეს ასხამენ. დაშლილ და ბლანტ-წელვად მასად გადაქცევის შემდეგ მას ხის სუფთა მსხვილი ჯოხით ზელენ. როდესაც იგი მასად გადაიქცევა. მას ხელით მოაგროვებენ, ხის ჯამში გადმოიტანენ და ხელით ზელენ მანამ, სანამ ზემო ნაწილი გლუვი არ გაუხდება. შემდეგ სპეციალურ თიხის ფორმაში, დერგში მოათავსებენ, რომელშიაც წათხი (მარილწყალი) ასხია. რამდენიმე დღე ტოვებენ მარილწყალში. შემდეგ წნულ კალათაში გადააქვთ. როდესაც სულგუნის შებოლვა უნდათ, ამ კალათით კერიის მაღლა, ლატანზე ჩამოკიდებენ და დატოვებენ. ასეთი სულგუნი მთელი წლის მანძილზე ინახება და ზამთარში გამოსაყენებელია.