წათხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წათხი − ყველის შესანახი სითხე. შემადგენლობა: ადუღებული და გაცივებული წყალი და მარილი, ხუთ ლიტრა წყალზე ერთი კილოგრამი მარილი. მაგარი წათხის ხარისხის დასადგენად წათხში კვერცხის ჩაგდება იცოდნენ. თუ კვერცხი ამოტივტივდებოდა, მაშინ წათხი კარგი იყო, მარილი არ აკლდა, ხოლო თუ კვერცხი ჩაიძირებოდა, მაშინ წათხს მარილი აკლდა. ყველი აუცილებლად წათხში ინახებოდა. წათხის გარეშე ყველი დამწიფდებოდა