გვანცელაძე დავით
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გვანცელაძე დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით გვანცელაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით გვანცელაძე“ გადაიტანა გვერდზე „გვანცელაძე დავით“ გადამ...) |
19:46, 29 იანვარი 2021-ის ვერსია
დავით გვანცელაძე — (დ. 28 მარტი, 1937, ბათუმი, — გ. 1 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, კლასიკური სტილის მოჭიდავე (70 კგ), 1964 წლის ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1963), სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი (1960-62, 64-66), სსრკ-ის ხალხთა III სპარტაკიადის (1963) ვერცხლის მედალოსანი, ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირის სამგზის (1962-64) გამარჯვებული. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კლასიკურ ჭიდაობაში (1971-72). საქართველოს სპორტკომიტეტის ჭიდაობის სამმართველოს უფროსი (1980-81).
1964 წლის ოლიმპიური თამაშები
70 კგ, 19 მონაწილე
1. ქაზიმ აივაზი (თურქეთი)
2. ვალერიუ ბულარკა (რუმინეთი)
3. დავით გვანცელაძე (სსრკ)
I წრე ქულებით მოუგო ფრანც შმიტს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); II წრე ქულებით დათმო მომავალ ჩემპიონთან ქაზიმ აივაზთან (თურქეთი); III წრე ქულებით დაამარცხა სტეფან ხორვატი (იუგოსლავია); IV წრეში ისვენებდა; V წრე ქულებით გაიმარჯვა ერო ტაპიოსთან (ფინეთი); VI წრე ქულებით წააგო ვალერიუ ბულარკასთან (რუმინეთი); VII წრე ქულებით მოუგო ტოკუაკი ფუძიტას (იაპონია).