ფეაკები
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ფეაკები''' – ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი. მათ შესახებ მოგვითხრობს ჰომეროსი თავის „[[ოდისეა]]ში“. | '''ფეაკები''' – ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი. მათ შესახებ მოგვითხრობს ჰომეროსი თავის „[[ოდისეა]]ში“. | ||
| − | ოდესღაც ფეაკები მითოსური ჰიპერეადან კუნძულ [[სქერია|სქერიაზე]] გადასახლებულან, რათა განრიდებოდნენ მეზობელ [[კიკლოპები|კიკლოპებს]], რომლებიც მათ გამუდმებით თავს ესხმოდნენ. [[გიგანტები|გიგანტთა]] და კიკლოპთა მსგავსად, ფეაკებსაც დიდი ახლობლობა ჰქონდათ ღმერთებთან, რომლებიც მთელი თავიანთი დიდებულებით გამოეცხადებოდნენ ხოლმე მათ ნადიმებსა და დღესასწაულებზე. | + | ოდესღაც ფეაკები მითოსური ჰიპერეადან კუნძულ [[სქერია|სქერიაზე]] გადასახლებულან, რათა განრიდებოდნენ მეზობელ [[კიკლოპები|კიკლოპებს]], რომლებიც მათ გამუდმებით თავს ესხმოდნენ. [[გიგანტები|გიგანტთა]] და კიკლოპთა მსგავსად, ფეაკებსაც დიდი ახლობლობა ჰქონდათ [[ღმერთი|ღმერთებთან]], რომლებიც მთელი თავიანთი დიდებულებით გამოეცხადებოდნენ ხოლმე მათ ნადიმებსა და [[დღესასწაული|დღესასწაულებზე]]. „[[ოდისეა]]ს“ მიხედვით, ფეაკთა ქვეყანაში ჯერ კიდევ მატრიარქატის ხანა იდგა. ხალხი თაყვანს სცემდა მეფე ალკინოოსის მეუღლეს, დედოფალ [[არეტე|არეტეს]]. სწორედ მას სთხოვა [[ოდისევსი|ოდისევსმა]] თავშესაფარი, მას ეკუთვნოდა უკანასკნელი სიტყვა, როცა დაობდნენ მამაკაცები. ფეაკთა მეფის უფლებებს განსაზღვრავდა უხუცესთა საბჭო. ისინი ბელადებად ან სკიპტრისმპყრობელ მეფეებად მოიხსენიებოდნენ. |
| − | სცემდა მეფე ალკინოოსის მეუღლეს, დედოფალ [[არეტე|არეტეს]]. სწორედ მას სთხოვა [[ოდისევსი|ოდისევსმა]] თავშესაფარი, მას ეკუთვნოდა უკანასკნელი სიტყვა, როცა დაობდნენ მამაკაცები. ფეაკთა მეფის უფლებებს განსაზღვრავდა უხუცესთა საბჭო. ისინი | + | |
| − | ბელადებად ან სკიპტრისმპყრობელ მეფეებად მოიხსენიებოდნენ. | + | |
ალკინოოსი ზღვათა მეუფე [[პოსეიდონი]]ს ბადიში იყო და, ალბათ, ამან განსაზღვრა ფეაკთა ცხოვრების წესიც: ისინი დახელოვნებული მეზღვაურები იყვნენ. მათი ხომალდები ბობოქარ ზღვაშიც ქარზე უსწრაფესად მიაპობდნენ მთად ამდგარ | ალკინოოსი ზღვათა მეუფე [[პოსეიდონი]]ს ბადიში იყო და, ალბათ, ამან განსაზღვრა ფეაკთა ცხოვრების წესიც: ისინი დახელოვნებული მეზღვაურები იყვნენ. მათი ხომალდები ბობოქარ ზღვაშიც ქარზე უსწრაფესად მიაპობდნენ მთად ამდგარ | ||
23:56, 8 მარტი 2021-ის ვერსია
ფეაკები – (ბერძნ.) მითოსური ხალხი. მათ შესახებ მოგვითხრობს ჰომეროსი თავის „ოდისეაში“.
ოდესღაც ფეაკები მითოსური ჰიპერეადან კუნძულ სქერიაზე გადასახლებულან, რათა განრიდებოდნენ მეზობელ კიკლოპებს, რომლებიც მათ გამუდმებით თავს ესხმოდნენ. გიგანტთა და კიკლოპთა მსგავსად, ფეაკებსაც დიდი ახლობლობა ჰქონდათ ღმერთებთან, რომლებიც მთელი თავიანთი დიდებულებით გამოეცხადებოდნენ ხოლმე მათ ნადიმებსა და დღესასწაულებზე. „ოდისეას“ მიხედვით, ფეაკთა ქვეყანაში ჯერ კიდევ მატრიარქატის ხანა იდგა. ხალხი თაყვანს სცემდა მეფე ალკინოოსის მეუღლეს, დედოფალ არეტეს. სწორედ მას სთხოვა ოდისევსმა თავშესაფარი, მას ეკუთვნოდა უკანასკნელი სიტყვა, როცა დაობდნენ მამაკაცები. ფეაკთა მეფის უფლებებს განსაზღვრავდა უხუცესთა საბჭო. ისინი ბელადებად ან სკიპტრისმპყრობელ მეფეებად მოიხსენიებოდნენ.
ალკინოოსი ზღვათა მეუფე პოსეიდონის ბადიში იყო და, ალბათ, ამან განსაზღვრა ფეაკთა ცხოვრების წესიც: ისინი დახელოვნებული მეზღვაურები იყვნენ. მათი ხომალდები ბობოქარ ზღვაშიც ქარზე უსწრაფესად მიაპობდნენ მთად ამდგარ ზვირთებს. ამ ხომალდებს არ სჭირდებოდათ მესაჭე, რადგან ისინი, გასაოცარი გრძნეულებით, თავად ხვდებოდნენ მეხომალდეთა ფიქრსა და ზრახვებს.
განმარტოებით ცხოვრობდნენ ფეაკები მშვიდად და კანონმორჩილად. ისინი არ ვაჭრობდნენ, როგორც სხვა ხალხები, არ იბრძოდნენ. მათი ცხოვრების ყოველი დღე ზეიმი იყო. ფეაკებს უყვარდათ ლხინი, გართობა, მუსიკა თუ სპორტული თამაშობანი. ზღვაში ხეტიალით გაწამებულ ოდისევსს სქერია საოცნებო და ზღაპრულ ქვეყნად ეჩვენებოდა. ფეაკებმა იგი გულთბილად მიიღეს და თავიანთი გრძნეული ხომალდით სამშობლოში დააბრუნეს.