ბასილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი
(ახალი გვერდი: '''ბასილი''' - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი პროტოუპერტიმოსი, ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ბასილი''' - [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]] პროტოუპერტიმოსი, ჭყონდიდელ-უჯარემელი 1250-1265 წწ-ში. | '''ბასილი''' - [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]] პროტოუპერტიმოსი, ჭყონდიდელ-უჯარემელი 1250-1265 წწ-ში. | ||
− | + | [[სავაზირო]]ს სათავეში ედგა დავით ლაშას ძის (ულუ) მეფობის დროს. მონღოლთა საგადასახადო ტვირთისაგან მიწებდაკარგულ აზნაურთა დასახმარებლად მეფის სიბაზე ყოფნის დროს ბასილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს მისგან დამოუკიდებლად დაუწყია საეკლესიო მიწების გამოწირვა და უმიწოდ დარჩენილი [[აზნაური|აზნაურობისათვის]] დარიგება. 1263 წ. გამართულმა საეკლესიო კრებამ მეფეს მოსთხოვა უარი ეთქვა საეკლესიო მიწების გამოწირვაზე. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილის]] აზრით, ამ ამბებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ბასილის მიმართ წაყენებული ბრალდებები. მას დაბრალდა მეფის მამულების შემოსავლების მითვისება და [[მეფის საწოლი]]ს შეურაცხყოფა. დავით VII-მ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა - „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“. ეს ამბავი მოხდა 1264 წ. | |
21:08, 23 მარტი 2021-ის ვერსია
ბასილი - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი პროტოუპერტიმოსი, ჭყონდიდელ-უჯარემელი 1250-1265 წწ-ში.
სავაზიროს სათავეში ედგა დავით ლაშას ძის (ულუ) მეფობის დროს. მონღოლთა საგადასახადო ტვირთისაგან მიწებდაკარგულ აზნაურთა დასახმარებლად მეფის სიბაზე ყოფნის დროს ბასილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს მისგან დამოუკიდებლად დაუწყია საეკლესიო მიწების გამოწირვა და უმიწოდ დარჩენილი აზნაურობისათვის დარიგება. 1263 წ. გამართულმა საეკლესიო კრებამ მეფეს მოსთხოვა უარი ეთქვა საეკლესიო მიწების გამოწირვაზე. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ ამბებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ბასილის მიმართ წაყენებული ბრალდებები. მას დაბრალდა მეფის მამულების შემოსავლების მითვისება და მეფის საწოლის შეურაცხყოფა. დავით VII-მ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა - „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“. ეს ამბავი მოხდა 1264 წ.
წყაროები და ლიტერატურა
ჟამთააღმწერელი 1959: 253; ქისკ 1984: 117, 119. 169-174; ჯავახიშვილი 1982: 76-82; ბერძენიშვილი 1966: 27.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017