ბრილის საწინამძღვრო ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბრილის საწინამძღვრო ჯვარი '''ბრილის საწინ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Example.png|thumb|250პქ|ბრილის საწინამძღვრო ჯვარი]]
+
[[ფაილი:Brilis sawinamzRvro jvari.PNG|thumb|250პქ|ბრილის საწინამძღვრო ჯვარი]]
 
'''ბრილის საწინამძღვრო ჯვარი''' — (X ს.), ქართული [[ოქრომჭედლობა|ოქრომჭედლობის]] საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად [[საქართველოს საეკლესიო მუზეუმი|საქართველოს საეკლესიო მუზეუმში]] მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ [[თბილისი|თბილისს]] დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.  
 
'''ბრილის საწინამძღვრო ჯვარი''' — (X ს.), ქართული [[ოქრომჭედლობა|ოქრომჭედლობის]] საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად [[საქართველოს საეკლესიო მუზეუმი|საქართველოს საეკლესიო მუზეუმში]] მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ [[თბილისი|თბილისს]] დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.  
  

22:54, 6 აპრილი 2021-ის ვერსია

ბრილის საწინამძღვრო ჯვარი

ბრილის საწინამძღვრო ჯვარი — (X ს.), ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად საქართველოს საეკლესიო მუზეუმში მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ თბილისს დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.

ჯვარი (36.5 X 16 სმ) ვერცხლის ერთი მთლიანი მასიური ფირფიტისაგან არის გამოჭედილი, ორივე მხრიდან ერთიანად მოოქრული. წინა პირი ქანდაკოვანი ფიგურებითაა დატვირთული. მკაფიოდ გამოყოფილი ჯვარცმული ქრისტეს გარშემო ბევრად უფრო მომცრო ზომის გამოსახულებებია, ჯვრის მკლავებზე კი – ღვთისმშობელი (მარცხნივ) და წმ. იოანე მახარებელი (მარჯვნივ); ქრისტეს აქეთ-იქით ჩამატებულია ორივე ავაზაკი. ზედა მკლავზე გამოსახულია მამაღმერთი და ორი ანგელოზი, ქვემოთ – ღვთისმშობელი ყრმით და სამი ნახევარფიგურით, შუაში მაკურთხებელი წმინდანი და ორი ანგელოზია. სახელურის ბურთები (12 მოციქული) და ჯვრის ზურგის მთელი ზედაპირი გრავირებით შესრულებული ორნამენტითაა მოფენილი. ქვედა მკლავის ბოლოზე, ფოთლის მონახაზში ჩართულია ოქრომჭედელი ოსტატის მოკრძალებული მინაწერი: „ასათ მოქმედი“. ჯვრის დამათარიღებელი წარწერა წინა პირზეა ამოკვეთილი, ქვემოთ, ღვთისმშობლის ორივე მხარეს: „ქრისტე, ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი, ამინ“. ეს არის დავით III ტაო-კლარჯეთის მფლობელი, X ს. II ნახევრის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გაერთიანებისათვის ბრძოლის გზაზე და განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ტაო-კლარჯეთის კულტცხოვრების აღორძინებას. იგი გარდაიცვალა 1001 წ., ხოლო ბრილის ჯვრის წარწერის მიხედვით, დავითი ცოცხალია („...ადიდე დღეგრძელებით“).

სოფელ ბრილში, სადაც აღმოჩენილია ჯვარი, დგას სამი ტაძარი – წმ. ნინოს ეკლესია, რომელიც აგებულია მეფე ერეკლე I-ის მეფობაში (1688-1703); მის მახლობლად, სოფლის სასაფლაოზე დგას XI ს. ღვთაების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია ბარელიეფის ფრაგმენტი, მაღალი ხელოვნებით შესრულებული რამდენიმეფიგურიანი კომპოზიციით. ღვთაების ტაძრის ეზოში მოწყობილია სამალავი, რომელიც 100 კაცზე მეტს იტევდა და გვირაბით უკავშირდებოდა წმ. ნინოს ეკლესიას. მესამე ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მდებარეობს ღვთაების ეკლესიიდან ჩრდილოეთით მაღალ ბორცვზე. ტაძართან აღმოჩნდა ქვაზე ნაკვეთი წარწერის ფრაგმენტები, რომლებიც პალეოგრაფიულად IX-X სს.-ით თარიღდება.

თ. საყვარელიძე

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959,
  • его же, Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15 B.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები