საქართველოს საეკლესიო მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს საეკლესიო მუზეუმი - „საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებული საეკლესიო განძთსაცავი“ შეიქმნა 1888. მისი დამაარსებლები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ნიკო თვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ კალისტოვი.


დამოუკიდებლობის წლებში, 1918 წლის 3 სექტემბრიდან 1921 წლის 21 მარტამდე ის მდებარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში (1888-1916 წლებში სიონის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1916-1918 წლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში). იყო არასახელმწიფო, კერძო ორგანიზაცია. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე (1888-1890), თედო ჟორდანია (1889-1898), მოსე ჯანაშვილი (1898-1918). 1918 წელს სიძველეთსაცავი გადატანილ იქნა ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნა „სიძველეთა დაცვის მუზეუმი”. მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ - მოსე ჯანაშვილი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საეკლესიო მუზეუმში საქართველოს ეკლესიებიდან შეტანილი ბევრი საეკლესიო ნივთი იქნა დაცული, რამაც ეს ნივთები ძარცვა-განადგურებას გადაარჩინა, რაც იმდროინდელ არასტაბილურ ვითარებაში ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველოს საეკლესიო მუზეუმი - „ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი“ - საქართველოს გასაბჭოების გამო, 1921 წლის 21 მარტს დაიხურა. თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 ყოფილი საელესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, ხოლო 1956 წელს ახლად დაფუძებულ ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც დღემდე დაცულია ცალკე კოლექციის სახით. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

ი. იაკობაშვილი, საეკლესიო მუზეუმი საქართველოში: დაფუძნება, მოღვაწეობა, გაუქმება, თსუ, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, სამეცნიერო შრომების კრებული, V, 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები