დიდაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დიდაი“ გადაიტანა გვერდზე „დიდაჲ“)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დიდაჲ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Дыдай)'' – ავდრის მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (წარმოდგენილია ბოროტი და მახინჯი დედაბრის სახით). [[სარი-ბუღა დუდეჲ]]სა და ყიზილ-ბუღა დუდეჲს (გვალვის მფარველი სულის) დედა:
+
'''დიდაჲ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Дыдай)'' – ავდრის მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (წარმოდგენილია ბოროტი და მახინჯი დედაბრის სახით). სარი-ბუღა დუდეჲსა და ყიზილ-ბუღა დუდეჲს (გვალვის მფარველი სულის) დედა:
 
::::ო, დიდაჲ, ო, დიდაჲ!
 
::::ო, დიდაჲ, ო, დიდაჲ!
 
::::პირველი შენი ვაჟი სარი-ბუღა დუდეჲა,
 
::::პირველი შენი ვაჟი სარი-ბუღა დუდეჲა,
ხაზი 21: ხაზი 21:
 
::::და შენს კუთვნილ შესაწირსაც
 
::::და შენს კუთვნილ შესაწირსაც
 
::::არ მოგცემ!
 
::::არ მოგცემ!
მოცემულ [[ლოცვა]]ში დიდაჲსთან ერთად ნახსენებია მფარველი ბაფაჲ, რომლის ფუნქცია ერთ-ერთი შელოცვის ტექსტის მიხედ ვით დგინდება. ცივი ქარებისგან და სეტყვისგან ყანების დასაცავად წარმოთქვამდნენ შესალოც ტექსტს, რომელიც სეტყვის მფარველ ფაფაჲს მიემართება:
+
მოცემულ [[ლოცვა]]ში დიდაჲსთან ერთად ნახსენებია მფარველი ბაფაჲ, რომლის ფუნქცია ერთ-ერთი [[შელოცვა|შელოცვის]] ტექსტის მიხედ ვით დგინდება. ცივი ქარებისგან და სეტყვისგან ყანების დასაცავად წარმოთქვამდნენ შესალოც ტექსტს, რომელიც სეტყვის მფარველ ფაფაჲს მიემართება:
 
::::დიდაის უხეშო ვაჟებო,
 
::::დიდაის უხეშო ვაჟებო,
 
::::ფაფაჲს ყინულის ქვებო,
 
::::ფაფაჲს ყინულის ქვებო,
ხაზი 46: ხაზი 46:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
 +
 
  
  
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]]

მიმდინარე ცვლილება 20:39, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

დიდაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Дыдай) – ავდრის მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (წარმოდგენილია ბოროტი და მახინჯი დედაბრის სახით). სარი-ბუღა დუდეჲსა და ყიზილ-ბუღა დუდეჲს (გვალვის მფარველი სულის) დედა:

ო, დიდაჲ, ო, დიდაჲ!
პირველი შენი ვაჟი სარი-ბუღა დუდეჲა,
უმცროსი კი – ყიზილ-ბუღა დუდეჲ,
ო, დიდაჲ,
ო, დიდაჲ, დიდაჲ!
დე, შენი მინდვრები უწყლოდ დარჩეს,
დე, შენი სათიბი დაისეტყვოს,
დე, ჭინჭარმა იხაროს
შენი სახლის კართან, ჭიშკართან,
დე, ქოლერა გაგიხეთქოს მუცელი!
შენ იცი, როგორ დაგწყევლეთ,
ხედავ, შენი უკანასკნელი (სამსხვერპლო) ღვეზელი
(დევს) კერიის ქვაზე,
კერიის ქვებზე,
იცი, რაც შენთვისაა განკუთვნილი,
აიღე და წადი!
ავადმყოფებს თავი დაანებე, წადი,
თუ არ წახვალ, უსარგებლოვ,
ვიპოვი შენთვის ბაფაჲს ქვებს,
და შენს კუთვნილ შესაწირსაც
არ მოგცემ!

მოცემულ ლოცვაში დიდაჲსთან ერთად ნახსენებია მფარველი ბაფაჲ, რომლის ფუნქცია ერთ-ერთი შელოცვის ტექსტის მიხედ ვით დგინდება. ცივი ქარებისგან და სეტყვისგან ყანების დასაცავად წარმოთქვამდნენ შესალოც ტექსტს, რომელიც სეტყვის მფარველ ფაფაჲს მიემართება:

დიდაის უხეშო ვაჟებო,
ფაფაჲს ყინულის ქვებო,
ნუ ურტყამთ ყანებს,
ნუ გვაზიანებთ,
ურტყით მთის ქედს,
ისიც ყინულოვანია და თქვენც,
დაარტყით და გახეთქეთ იგი!

მიიჩნევდა რა ეპიდემიებს ქარის მოტანილად, ხალხი დიდაჲს წყევლიდა:

ო, დიდაჲ, დიდაჲ!
დე, სახლი დაენგრეს დიდაჲს,
დე, კერიის ყელიდან მოთქმა ისმოდეს,
დე, მისიკერა თოვლმა დაფაროს,
დე, მისი სათიბი დაისეტყვოს,
დე, მისი ჯეჯილი წითელმა ხარმა (ე. ი. ცეცხლმა) შეჭამოს,
დე, დუდაჲ მოგვშორდეს!


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები