ნევმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნევმები''' – (ლათ. neuma) ძველი სანოტო დამწერლობის გრაფიკული ნიშ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სანოტო დამწერლობა]] | ||
15:08, 8 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ნევმები – (ლათ. neuma) ძველი სანოტო დამწერლობის გრაფიკული ნიშნები უხაზო სანოტო სისტემაში (X საუკუნიდან ნევმურ დამწერლობაში ჩნდება ხაზები). შუა საუკუნეებში ნევმური ნოტაცია ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა ნევმები ბგერის ზუსტი სიმაღლის დადგენის საშუალებას არ იძლეოდნენ. ნევმები თითქოს ახდენდნენ გუნდის ხელმძღვანელის ხელების ჟესტების ფიქსაციას. ნევმური დამწერლობა გამოიყენებოდა მხოლოდ ვოკალური მუსიკის ჩასაწერად და არ განსაზღვრავდა ბგერის ზუსტ სიმაღლეს; იგი მარტოოდენ ახსენებდა მომღერალს მისთვის უკვე ნაცნობ მელოდიას, მიუთითებდა აღმავალ ან დამავალ მოძრაობას და მელიზმებს. მოგვიანებით ნევმების რამდენამდე დაზუსტების მიზნით ხელი მიჰყვეს მათ კომბინირებას ასოებრივ ნოტაციასთან.