მელოდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელოდიარიტმის და კილოს მეშვეობით ორგანიზებული სხვადასხვა სიმაღლის ბგერების მხატვრულად გააზრებული რიგი, მელოდია ყოველგვარი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. მუსიკას იდეურ-ემოციური შინაარსი პირველ რიგში სწორედ მელოდიით გამოიხატება.

ერთხმიან მუსიკაში მელოდია განასახიერებს დასრულებულ მუსიკალურ სახეს. მრავალხმიანი მუსიკა ან შეიცავს რამდენიმე ერთდროულად მჟღერ დამოუკიდებელ მელოდიურ ხმას (პოლიფონია), ან შედგება მელოდიისაგან ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). მელოდია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნაწარმოების ჰარმონიას, ფაქტურას, ხმათა მოძრაობას, ინსტრუმენტობას. მელოდიის ტიპი ნათლად ახასიათებს მუსიკალური ნაწარმოების სტილს, ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები