ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
სახელწოდება „ონადირი“ დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვით [[ფარნავაზ მეფე|მეფე ფარნავაზი]] (ძვ.წ. III ს.) ამ ადგილებში ნადირობის დროს გამოჰკიდებია დაჭრილ [[ირემი|ირემს]] და მოუღწევია კლდეებში მდებარე გამოძვაბულებამდე, სადაც ძვირფასი [[განძის მითოლოგია|განძი]] უპოვია. ახლაც არსებულ ოთხიარუსიან გამოქვაბულებს „ქვაბისთავი“ ეწოდება. | სახელწოდება „ონადირი“ დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვით [[ფარნავაზ მეფე|მეფე ფარნავაზი]] (ძვ.წ. III ს.) ამ ადგილებში ნადირობის დროს გამოჰკიდებია დაჭრილ [[ირემი|ირემს]] და მოუღწევია კლდეებში მდებარე გამოძვაბულებამდე, სადაც ძვირფასი [[განძის მითოლოგია|განძი]] უპოვია. ახლაც არსებულ ოთხიარუსიან გამოქვაბულებს „ქვაბისთავი“ ეწოდება. | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (5,9X4,4 მ), ნაგებია თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია – მთლიანად ჩამონგრეულია [[კამარა]] და დასავლეთის კედელი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებისგან შემორჩენილია მხოლოდ პილასტრების კვალი. აღმოსავლეთით ეკლესიას აქვს არაღრმა ნახევარწრიული [[აფსიდი]]. გრძივი კედლების შუაში თითო რთულპროფილიანი პილასტრია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ფასადები მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული ქვებით. აქა-იქ მკაფიოდ შემოხაზული გლუვი დისკოებია. | + | ეკლესია დარბაზულია (5,9X4,4 მ), ნაგებია თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია – მთლიანად ჩამონგრეულია [[კამარა]] და დასავლეთის კედელი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებისგან შემორჩენილია მხოლოდ [[პილასტრი|პილასტრების]] კვალი. აღმოსავლეთით ეკლესიას აქვს არაღრმა ნახევარწრიული [[აფსიდი]]. გრძივი კედლების შუაში თითო რთულპროფილიანი პილასტრია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ფასადები მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული ქვებით. აქა-იქ მკაფიოდ შემოხაზული გლუვი დისკოებია. |
18:55, 28 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ვაშლიჯვრის დასავლეთით, 300 მეტრზე, სასაფლაოსთან ახლოს, ფერდობზე. აგებულია X საუკუნეში.
სახელწოდება „ონადირი“ დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვით მეფე ფარნავაზი (ძვ.წ. III ს.) ამ ადგილებში ნადირობის დროს გამოჰკიდებია დაჭრილ ირემს და მოუღწევია კლდეებში მდებარე გამოძვაბულებამდე, სადაც ძვირფასი განძი უპოვია. ახლაც არსებულ ოთხიარუსიან გამოქვაბულებს „ქვაბისთავი“ ეწოდება.
ეკლესია დარბაზულია (5,9X4,4 მ), ნაგებია თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია – მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და დასავლეთის კედელი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი; ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებისგან შემორჩენილია მხოლოდ პილასტრების კვალი. აღმოსავლეთით ეკლესიას აქვს არაღრმა ნახევარწრიული აფსიდი. გრძივი კედლების შუაში თითო რთულპროფილიანი პილასტრია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ფასადები მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული ქვებით. აქა-იქ მკაფიოდ შემოხაზული გლუვი დისკოებია.