ნიობე
| (2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Niobe momakvdavi | + | [[ფაილი:Niobe momakvdavi shviliT.jpg|thumb|'''ნიობე მომაკვდავი შვილით'''. <br />(ძვ.წ. 320-310 წ.წ.), ასლი ფლორენცია]] |
'''ნიობე''' – ''(ბერძნ.)'' თებეს მეფის, ამფიონის, მეუღლე. [[ტანტალოსი]]ს ასული. [[პელოფსი]]ს და. | '''ნიობე''' – ''(ბერძნ.)'' თებეს მეფის, ამფიონის, მეუღლე. [[ტანტალოსი]]ს ასული. [[პელოფსი]]ს და. | ||
| − | თოთხმეტი შვილი ჰყავდა თებეს ბედნიერ დედოფალს. იგი ისე გაკადნიერდა, რომ აუგად მოიხსენია მხოლოდ ორი შვილის მშობელი [[ლეტო]]. | + | თოთხმეტი შვილი ჰყავდა თებეს ბედნიერ დედოფალს. იგი ისე გაკადნიერდა, რომ აუგად მოიხსენია მხოლოდ ორი შვილის მშობელი [[ლეტო]]. ეს რომ გაიგო [[ტირესიასი]]ს ასულმა, მისანმა მანტომ, შეძრწუნდა და თებელ ქალებს ურჩია, საკმეველი ეკმიათ ლეტოსათვის. ასეც მოიქცნენ თებელები. თმებში ჩაიწნეს დაფნის ფოთლები და პატიება სთხოვეს [[აპოლონი]]ს და [[არტემისი]]ს დიდებულ დედას. თავისი ჩამომავლობითა და ქმრის სამეფო ძალმოსილებით გადიდგულებული ნიობე ხალხს გაერია და მავედრებელ ქალებს ასე მიმართა: „ნეტავი რად სცემთ თაყვანს ლეტოს? ორი შვილი ჰყავს, მე შვიდჯერ მეტი გავაჩინე. ბედნიერი ვარ. ვთქვათ და, უეცრად რომელიმე გამომეცალა, მაინც დამრჩება მასზე მეტი. იგი არაფრით განსხვავდება ბერწი |
| − | ეს რომ გაიგო [[ტირესიასი]]ს ასულმა, მისანმა მანტომ, შეძრწუნდა და თებელ ქალებს ურჩია, საკმეველი ეკმიათ ლეტოსათვის. ასეც მოიქცნენ თებელები. თმებში ჩაიწნეს დაფნის ფოთლები და პატიება სთხოვეს [[აპოლონი]]ს და [[არტემისი]]ს დიდებულ დედას. თავისი ჩამომავლობითა და ქმრის სამეფო | + | |
| − | ძალმოსილებით გადიდგულებული ნიობე ხალხს გაერია და მავედრებელ ქალებს ასე მიმართა: „ნეტავი რად სცემთ თაყვანს ლეტოს? ორი შვილი ჰყავს, მე შვიდჯერ მეტი გავაჩინე. ბედნიერი ვარ. ვთქვათ და, უეცრად რომელიმე გამომეცალა, მაინც დამრჩება მასზე მეტი. იგი არაფრით განსხვავდება ბერწი | + | |
დედისაგან. გონს მოეგეთ და თმიდან დაფნები მოიცილეთ!“. | დედისაგან. გონს მოეგეთ და თმიდან დაფნები მოიცილეთ!“. | ||
| − | [[ფაილი:Niobes Svilebis daRupva.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|'''ნიობეს შვილების დაღუპვა.''' <br />კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 460-450 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.]] | + | [[ფაილი:Niobes Svilebis daRupva.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|'''ნიობეს შვილების დაღუპვა.''' <br />კრატერის [[ფერწერა]] (ძვ. წ. 460-450 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.]] |
| − | ეს ამბავი რომ შეიტყო ლეტომ, ქალ-ვაჟი იხმო და შურისსაძიებლად მოუწოდა. აპოლონი და არტემისი ნისლში გახვეულები მიადგნენ თებეს და ულმობლად ამოხოცეს ნიობეს შვილები. სხვადასხვაგვარად აისახა თქმულებებში მათი დაღუპვის ამბავი. გავრცელებული ვერსიის თანახმად, აპოლონმა სპორტულ ზეიმზე თავისი ისრებით განგმირა ნიობეს ვაჟები, არტემისმა კი მაშინ მოუსწრაფა სიცოცხლე ქალიშვილებს, როდესაც ისინი ძმათა ცხედრებს დასტიროდნენ. | + | ეს ამბავი რომ შეიტყო ლეტომ, ქალ-ვაჟი იხმო და შურისსაძიებლად მოუწოდა. აპოლონი და არტემისი ნისლში გახვეულები მიადგნენ თებეს და ულმობლად ამოხოცეს ნიობეს შვილები. სხვადასხვაგვარად აისახა თქმულებებში მათი დაღუპვის ამბავი. გავრცელებული ვერსიის თანახმად, აპოლონმა სპორტულ ზეიმზე თავისი ისრებით [[განგმირვა|განგმირა]] ნიობეს ვაჟები, არტემისმა კი მაშინ მოუსწრაფა სიცოცხლე ქალიშვილებს, როდესაც ისინი ძმათა ცხედრებს დასტიროდნენ. ამ შემზარავი უბედურების შემსწრე ამფიონმა თავი მოიკლა. მკვდარი მეუღლისა და ქალ-ვაჟთა შორის ჩამომჯდარი სასოწარკვეთილი ნიობე ქარმა აიტაცა და სამშობლოში გადაისროლა. მწუხარებისგან იგი კლდედ იქცა. ასე ამბობენ, ამ კლდეს დღემდე მარმარილოს ცრემლები სდისო. |
| − | ამ შემზარავი უბედურების შემსწრე ამფიონმა თავი მოიკლა. მკვდარი მეუღლისა და ქალ-ვაჟთა შორის ჩამომჯდარი სასოწარკვეთილი ნიობე ქარმა აიტაცა | + | |
| − | და სამშობლოში გადაისროლა. მწუხარებისგან იგი კლდედ იქცა. ასე ამბობენ, ამ კლდეს დღემდე მარმარილოს ცრემლები სდისო. | + | |
| ხაზი 31: | ხაზი 27: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური მეფეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:01, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
ნიობე – (ბერძნ.) თებეს მეფის, ამფიონის, მეუღლე. ტანტალოსის ასული. პელოფსის და.
თოთხმეტი შვილი ჰყავდა თებეს ბედნიერ დედოფალს. იგი ისე გაკადნიერდა, რომ აუგად მოიხსენია მხოლოდ ორი შვილის მშობელი ლეტო. ეს რომ გაიგო ტირესიასის ასულმა, მისანმა მანტომ, შეძრწუნდა და თებელ ქალებს ურჩია, საკმეველი ეკმიათ ლეტოსათვის. ასეც მოიქცნენ თებელები. თმებში ჩაიწნეს დაფნის ფოთლები და პატიება სთხოვეს აპოლონის და არტემისის დიდებულ დედას. თავისი ჩამომავლობითა და ქმრის სამეფო ძალმოსილებით გადიდგულებული ნიობე ხალხს გაერია და მავედრებელ ქალებს ასე მიმართა: „ნეტავი რად სცემთ თაყვანს ლეტოს? ორი შვილი ჰყავს, მე შვიდჯერ მეტი გავაჩინე. ბედნიერი ვარ. ვთქვათ და, უეცრად რომელიმე გამომეცალა, მაინც დამრჩება მასზე მეტი. იგი არაფრით განსხვავდება ბერწი
დედისაგან. გონს მოეგეთ და თმიდან დაფნები მოიცილეთ!“.
ეს ამბავი რომ შეიტყო ლეტომ, ქალ-ვაჟი იხმო და შურისსაძიებლად მოუწოდა. აპოლონი და არტემისი ნისლში გახვეულები მიადგნენ თებეს და ულმობლად ამოხოცეს ნიობეს შვილები. სხვადასხვაგვარად აისახა თქმულებებში მათი დაღუპვის ამბავი. გავრცელებული ვერსიის თანახმად, აპოლონმა სპორტულ ზეიმზე თავისი ისრებით განგმირა ნიობეს ვაჟები, არტემისმა კი მაშინ მოუსწრაფა სიცოცხლე ქალიშვილებს, როდესაც ისინი ძმათა ცხედრებს დასტიროდნენ. ამ შემზარავი უბედურების შემსწრე ამფიონმა თავი მოიკლა. მკვდარი მეუღლისა და ქალ-ვაჟთა შორის ჩამომჯდარი სასოწარკვეთილი ნიობე ქარმა აიტაცა და სამშობლოში გადაისროლა. მწუხარებისგან იგი კლდედ იქცა. ასე ამბობენ, ამ კლდეს დღემდე მარმარილოს ცრემლები სდისო.
ნიობეს მითოსს ხშირად მიმართავდნენ ბერძენი მხატვრებიც და მოქანდაკენიც. საყოველთაო აღიარება მოიპოვა სკულპტურულმა ჯგუფმა „ნიობე მომაკვდავი შვილით“, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნის ბერძნული ორიგინალის რომაული ასლია და ინახება ფლორენციაში.