ბრიანი არისტიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არისტიდ ბრიანი“ გადაიტანა გვერდზე „ბრიანი არისტიდ“ გადამისამ...)
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბრიანი არისტიდ'''  - (28.III.1862, ნანტი -7.III.1932, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი. საფრანგეთის
+
[[ფაილი:Aristide Briand.jpeg|thumb|'''არისტიდ ბრიანი''']]
თერთმეტგზის პრემიერ -მინისტრი, საფრანგეთის 26 მთავრობის წევრი. საერთაშორისო მუინტერნაციონალის ფრანგული სექციისა
+
'''ბრიანი არისტიდ'''  - (დ. - 28.III.1862, ნანტი - გ. - 7.III.1932, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი. [[საფრანგეთი]]ს თერთმეტგზის პრემიერ-მინისტრი, [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] 26 მთავრობის წევრი. საერთაშორისო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციისა და რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის  ლიდერი. ნობელის პრემიის [[ლაურეატი]] მშვიდობის დარგში.  
და რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის  ლიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.  
+
  
==ბიოგრაფია==
+
====ბიოგრაფია====
სწავლობდა სამართალს. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სინდიკალისტი ჟურნალისტი. შედიოდა მემარცხენე გამოცემების „Le Peuple“, “La Lanterne”, „La Petite République“ და „L’Humanité“ სარედაქციო ჯგუფში. თანამშრომლობდა ფრანგი სოციალისტების ლიდერთან ჟან ჟორესთან. 1902 წლდან იყო პარლამენტის დეპუტატი. იბრძოდა სახელმწიფოსგან [[ეკლესია|ეკლესიის]] საბოლოოდ გამოყოფისთვის. 1909-1911 წლებში ორი ვადით არჩეულ იქნა [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრემიერ-მინისტრად. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისკენ. შემდგომში იყო იუსტიციის მინისტრი მემარჯვენე პრემიერის რაიმონ პუანკარეს მთავრობაში. 1913 ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს საწყის პერიოდში მოაწყო ექსპედიცია ბალკანეთში] პროფრანგული ბლოკის ფორმირებისათვის. 1915-1917 წლებში ორი ვადით კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
+
სწავლობდა სამართალს. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სინდიკალისტი ჟურნალისტი. შედიოდა მემარცხენე გამოცემების „Le Peuple“, “La Lanterne”, „La Petite République“ და „L’Humanité“ სარედაქციო ჯგუფში. თანამშრომლობდა ფრანგი სოციალისტების ლიდერთან ჟან ჟორესთან. 1902 წლდან იყო პარლამენტის დეპუტატი. იბრძოდა სახელმწიფოსგან [[ეკლესია|ეკლესიის]] საბოლოოდ გამოყოფისთვის. 1909-1911 წლებში ორი ვადით არჩეულ იქნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისკენ. შემდგომში იყო იუსტიციის მინისტრი მემარჯვენე პრემიერის რაიმონ პუანკარეს მთავრობაში. 1913 ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს საწყის პერიოდში მოაწყო ექსპედიცია ბალკანეთში პროფრანგული ბლოკის ფორმირებისათვის. 1915-1917 წლებში ორი ვადით კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
  
 
====ბრიანი და საქართველო====
 
====ბრიანი და საქართველო====
1921 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ, მეშვიდედ, დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბრიანი, როგორც სოციალისტი, უთანაგრძნობდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი [[ევგენი გეგეჭკორი]] ვარაუდობდა, რომ საქართველოს დე იურედ აღიარება და საფრანგეთის მხრიდან [[საქართველო|საქართველოსათვის]] დახმარების გაწევის პროცესი გადაიდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრის საქმეში გარკვევამდე, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, იდეოლოგიური სიმპათიებიდან გამომდინარე, ბრიანმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი
+
1921 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ, მეშვიდედ, დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბრიანი, როგორც სოციალისტი, უთანაგრძნობდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი [[სახელმწიფო|სახელმწიფოების]] დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი [[ევგენი გეგეჭკორი]] ვარაუდობდა, რომ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება|საქართველოს დე იურედ აღიარება]] და საფრანგეთის მხრიდან [[საქართველო|საქართველოსათვის]] დახმარების გაწევის პროცესი გადაიდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრის საქმეში გარკვევამდე, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, იდეოლოგიური სიმპათიებიდან გამომდინარე, ბრიანმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ბრიანი თავისი პოლიტიკით იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე იურად აღიარების მთავარი ინიციატორი და ლობისტი. დე იურედ აღიარების შემდეგ ბრიანმა ევგენი გეგეჭკორს თავად მისწერა წერილი - „მოკავშირე სახელმწიფოები ბედნიერნი არიან, კიდევ ერთხელ დაგიდასტურონ თავიანთი თანაგრძნობა, რომლითაც ისინი ყოველთვის ხვდებოდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ“. ბრიანმა 1921 წლის იანვარში ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში საქართველოსათვის [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] მიწოდებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად. საბოლოდ 1921 წლის მარტში, საფრანგეთმა კონსტანტინოპოლის იარაღის მარაგებიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას [[შეიარაღება|შეიარაღების]] მცირე ნაწილი მიაწოდა.
ნაბიჯები გადადგა. ბრიანი თავისი პოლიტიკით იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე იურად აღიარების მთავარი ინიციატორი და ლობისტი. დე იურედ აღიარების შემდეგ ბრიანმა ევგენი გეგეჭკორს თავად მისწერა წერილი - „მოკავშირე სახელმწიფოები ბედნიერნი არიან, კიდევ ერთხელ დაგიდასტურონ თავიანთი თანაგრძნობა, რომლითაც ისინი ყოველთვის ხვდებოდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ“. ბრიანმა 1921 წლის იანვარში ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში საქართველოსათვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად. საბოლოდ 1921 წლის მარტში, საფრანგეთმა კონსტანტინოპოლის იარაღის მარაგებიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას [[შეიარაღება|შეიარაღების]] მცირე ნაწილი მიაწოდა.
+
  
ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. არისტიდ ბრიანი რჩებოდა საქართველოსა და [[კავკასია|კავკასიის]] დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერად, ის რამდენიმეჯერ შეხვდა კავკასიის რესპუბლიკათა წარომადგენლებს და ერთიანი მოქმედებებისაკენ მოუწოდა. 1922 წლის იანვარში კანში გამართულ [[ანტანტა|ანტანტის]] საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბრიანი ხელმძღვანელობდა, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისაგან ამიერკავკასიიდან [[საოკუპაციო ჯარები]]ს გაყვანას მოითხოვდა.  
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის]] შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. არისტიდ ბრიანი რჩებოდა საქართველოსა და [[კავკასია|კავკასიის]] დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერად, ის რამდენიმეჯერ შეხვდა კავკასიის რესპუბლიკათა წარომადგენლებს და ერთიანი მოქმედებებისაკენ მოუწოდა. 1922 წლის იანვარში კანში გამართულ [[ანტანტა|ანტანტის]] საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბრიანი ხელმძღვანელობდა, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისაგან ამიერკავკასიიდან [[საოკუპაციო ჯარები]]ს გაყვანას მოითხოვდა.  
  
1922 პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 1925-1926 წლებში, მერვე, მეცხრე და მეათე ვადით, კვლავ საფრანგეთის
+
1922 პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 1925-1926 წლებში, მერვე, მეცხრე და მეათე ვადით, კვლავ საფრანგეთის მთავრობის სათავეშია. 1926, [[გერმანია|გერმანიის]] საგარეო საქმეთა მინისტრ გუსტავ სტრესემანთან ერთად, ლოკარნოს ხელშეკრულების (1925) გაფორმების გამო მიიღო ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო პოლიტიკაში. 1929 რამდენიმე თვით მეთერთმეტედ ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის მთავრობას. 1929-1930 იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორი ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნისა, თუმცა [[ევროპა|ევროპაში]] მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ბრიანის იდეა ოცი წლის დაგვიანებით განხორციელდა.
მთავრობის სათავეშია. 1926, [[გერმანია|გერმანიის]] საგარეო საქმეთა მინისტრ გუსტავ სტრესემანთან ერთად, ლოკარნოს ხელშეკრულების (1925) გაფორმების გამო მიიღო ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო პოლიტიკაში. 1929 რამდენიმე თვით მეთერთმეტედ ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის მთავრობას. 1929-1930 იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორი ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნისა, თუმცა [[ევროპა|ევროპაში]] მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ბრიანის იდეა ოცი წლის დაგვიანებით განხორციელდა.
+
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ირაკლი ირემაძე
+
'''''ირაკლი ირემაძე'''''
  
 
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
ხაზი 23: ხაზი 21:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
[[კატეგორია: ფრანგი პოლიტიკოსები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები]]
+
[[კატეგორია:საფრანგეთის მთავრობის წევრები]]  
[[კატეგორია:საფრანგეთის მთავრობის წევრები]].
+
[[კატეგორია:საფრანგეთის რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის წევრები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის ვრები]]
+
 
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში]]
 
[[კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში]]
 +
[[კატეგორია:საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები]]

მიმდინარე ცვლილება 21:25, 9 იანვარი 2022 მდგომარეობით

არისტიდ ბრიანი

ბრიანი არისტიდ - (დ. - 28.III.1862, ნანტი - გ. - 7.III.1932, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი. საფრანგეთის თერთმეტგზის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის 26 მთავრობის წევრი. საერთაშორისო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციისა და რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის ლიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სწავლობდა სამართალს. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სინდიკალისტი ჟურნალისტი. შედიოდა მემარცხენე გამოცემების „Le Peuple“, “La Lanterne”, „La Petite République“ და „L’Humanité“ სარედაქციო ჯგუფში. თანამშრომლობდა ფრანგი სოციალისტების ლიდერთან ჟან ჟორესთან. 1902 წლდან იყო პარლამენტის დეპუტატი. იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის საბოლოოდ გამოყოფისთვის. 1909-1911 წლებში ორი ვადით არჩეულ იქნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისკენ. შემდგომში იყო იუსტიციის მინისტრი მემარჯვენე პრემიერის რაიმონ პუანკარეს მთავრობაში. 1913 ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. პირველი მსოფლიო ომის საწყის პერიოდში მოაწყო ექსპედიცია ბალკანეთში პროფრანგული ბლოკის ფორმირებისათვის. 1915-1917 წლებში ორი ვადით კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

[რედაქტირება] ბრიანი და საქართველო

1921 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ, მეშვიდედ, დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბრიანი, როგორც სოციალისტი, უთანაგრძნობდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ვარაუდობდა, რომ საქართველოს დე იურედ აღიარება და საფრანგეთის მხრიდან საქართველოსათვის დახმარების გაწევის პროცესი გადაიდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრის საქმეში გარკვევამდე, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, იდეოლოგიური სიმპათიებიდან გამომდინარე, ბრიანმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ბრიანი თავისი პოლიტიკით იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე იურად აღიარების მთავარი ინიციატორი და ლობისტი. დე იურედ აღიარების შემდეგ ბრიანმა ევგენი გეგეჭკორს თავად მისწერა წერილი - „მოკავშირე სახელმწიფოები ბედნიერნი არიან, კიდევ ერთხელ დაგიდასტურონ თავიანთი თანაგრძნობა, რომლითაც ისინი ყოველთვის ხვდებოდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ“. ბრიანმა 1921 წლის იანვარში ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში საქართველოსათვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად. საბოლოდ 1921 წლის მარტში, საფრანგეთმა კონსტანტინოპოლის იარაღის მარაგებიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეიარაღების მცირე ნაწილი მიაწოდა.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. არისტიდ ბრიანი რჩებოდა საქართველოსა და კავკასიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერად, ის რამდენიმეჯერ შეხვდა კავკასიის რესპუბლიკათა წარომადგენლებს და ერთიანი მოქმედებებისაკენ მოუწოდა. 1922 წლის იანვარში კანში გამართულ ანტანტის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბრიანი ხელმძღვანელობდა, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისაგან ამიერკავკასიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა.

1922 პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 1925-1926 წლებში, მერვე, მეცხრე და მეათე ვადით, კვლავ საფრანგეთის მთავრობის სათავეშია. 1926, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუსტავ სტრესემანთან ერთად, ლოკარნოს ხელშეკრულების (1925) გაფორმების გამო მიიღო ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო პოლიტიკაში. 1929 რამდენიმე თვით მეთერთმეტედ ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის მთავრობას. 1929-1930 იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორი ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნისა, თუმცა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ბრიანის იდეა ოცი წლის დაგვიანებით განხორციელდა.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლ. სარალიძე, არისტიდ ბრიანი და კავკასიის ერთიანობის იდეა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XII, 2017;
  • France Archives. https://francearchives. fr/ fr/commemo/recueil-2012/39022 (ინახა 01. 12. 2017);
  • სსცა, ფ. 2113, აღწ. 1, საქ. 303.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები