შიბლა
(ახალი გვერდი: '''შიბლა / შიბილა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“)'' – ელვა-მეხის...) |
|||
| (2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შიბლა / შიბილა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“)'' – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას საფარველი მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით: | + | '''შიბლა / შიბილა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“)'' – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას [[საფარველი]] მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით: |
:::შიბლა, შიბლა, შიბლა, | :::შიბლა, შიბლა, შიბლა, | ||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
:::დე, (შენი) გაზაფხული კეთილი იყოს. | :::დე, (შენი) გაზაფხული კეთილი იყოს. | ||
| − | საამდღისო წეს-ჩვეულებები, რომლის დროსაც ხალხი შიბლას მოსავლის სიუხვესა და საქონლის გამრავლებას შესთხოვდა, თანხლებული იყო თეატრალიზებული, სანახაობითი ელემენტებით: ცეკვა-სიმღერით (სრულდებოდა ცეკვა „შიბლა“), სპორტული თამაშობებით, ცხოველთა ნიღბებში გამოწყობილი პერსონაჟების კარნავალით, რომლებშიც ყველა სქესისა და ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. | + | საამდღისო წეს-ჩვეულებები, რომლის დროსაც ხალხი შიბლას მოსავლის სიუხვესა და საქონლის გამრავლებას შესთხოვდა, თანხლებული იყო თეატრალიზებული, სანახაობითი ელემენტებით: [[ცეკვა]]-[[სიმღერა|სიმღერით]] (სრულდებოდა ცეკვა „შიბლა“), სპორტული თამაშობებით, ცხოველთა ნიღბებში გამოწყობილი პერსონაჟების კარნავალით, რომლებშიც ყველა სქესისა და ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. |
მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს. | მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს. | ||
| + | |||
| ხაზი 24: | ხაზი 25: | ||
* Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995; | * Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995; | ||
* Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014. | * Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| − | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული | + | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული ღვთაებანი]] |
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:საკულტო რიტუალები]] | [[კატეგორია:საკულტო რიტუალები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:06, 20 იანვარი 2022 მდგომარეობით
შიბლა / შიბილა (ბალყ.-ყარაჩ. Шыбла/Шыбыла – „მეხი“) – ელვა-მეხის პერსონიფიცირებული ღვთაება, ღმერთის (თეირის) ხელი (Тейрини къолу Шыбыла-от), ალაჰის ცეცხლოვანი ჯოხი (Шыбыла Аллахны от-таягъыды) ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენა-წარმოდგენების თანახმად. პირველი საგაზაფხულო ჭექა-ქუხილის დროს ამბობდნენ: „თუ მეხი დაარტყამს, სასიცოცხლო ძალები გამოიღვიძებენ. ამისგან კი მიწას საფარველი მოშორდება და ყვავილები აყვავდებიან“. ამ დღეს – „შიბლას დღეს“ – ბავშვები ყველა ოჯახს შემოივლიდნენ საწესო სიმღერით:
- შიბლა, შიბლა, შიბლა,
- მთაზე თამაშობს,
- ჩვენთან უბედურებას არ უშვებს,
- ერთი შენი ლოყა – დღეა,
- მეორე შენი ლოყა – ღამე,
- შენი დღე – აქეთ, შენი დღე – აქეთ,
- შენი ღამე – იქეთ, შენი ღამე – იქეთ.
ან კიდე:
- ეს თვე – თოთურის თვეა,
- დე, შენს სახლში ბარაქა იყოს,
- დე, (შენი) გაზაფხული კეთილი იყოს.
საამდღისო წეს-ჩვეულებები, რომლის დროსაც ხალხი შიბლას მოსავლის სიუხვესა და საქონლის გამრავლებას შესთხოვდა, თანხლებული იყო თეატრალიზებული, სანახაობითი ელემენტებით: ცეკვა-სიმღერით (სრულდებოდა ცეკვა „შიბლა“), სპორტული თამაშობებით, ცხოველთა ნიღბებში გამოწყობილი პერსონაჟების კარნავალით, რომლებშიც ყველა სქესისა და ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ.
მ. კარაკეტოვი მიიჩნევს, რომ ყარაჩაულ და ბალყარულ ენებში „მეხის“ აღმნიშვნელი ტერმინი шыбыла/шибла იუდეურიდან მომდინარეობს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.