ბოლამ-დიალა
(ახალი გვერდი: '''ბოლამ-დჲალა''' ''(ინგუშ. Болам-Даьла)'' – ინგუშეთში, მეცხალის თემში ...) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ბოლამ-დჲალას დღეობისათვის კულტმსახური ორაკოვების გვარიდან ირჩევდა ექვს ქალს და სამ ქალიშვილს, რომლებსაც სამი დღე უნდა ემარხულათ; [[დღესასწაული|დღესასწაულზე]] ღვთისმსახური უფროს ქალიშვილს მარჯვენა მხარეს დააყენებდა, დანარჩენ ორს კი – მარცხენა მხარეს. ექვსი ქალი მარცხნივ მდგართა უკან გამწკრივდებოდა, რის შემდეგაც ხატისმსახური ხის ჩაქუჩს ურტყამდა ფიცარს, რომელიც ხელში ეჭირა. უფროსი ქალიშვილი გამოვიდოდა წინ, სამჯერ დატრიალდებოდა და ქალებთან ერთად დაიყვირებდა: „დალოჲ, გელოჲ“. ორი უმცროსი ქალიშვილი გაუნძრევლად იდგა. ხატისმსახური ბოლამ-დჲალას | ბოლამ-დჲალას დღეობისათვის კულტმსახური ორაკოვების გვარიდან ირჩევდა ექვს ქალს და სამ ქალიშვილს, რომლებსაც სამი დღე უნდა ემარხულათ; [[დღესასწაული|დღესასწაულზე]] ღვთისმსახური უფროს ქალიშვილს მარჯვენა მხარეს დააყენებდა, დანარჩენ ორს კი – მარცხენა მხარეს. ექვსი ქალი მარცხნივ მდგართა უკან გამწკრივდებოდა, რის შემდეგაც ხატისმსახური ხის ჩაქუჩს ურტყამდა ფიცარს, რომელიც ხელში ეჭირა. უფროსი ქალიშვილი გამოვიდოდა წინ, სამჯერ დატრიალდებოდა და ქალებთან ერთად დაიყვირებდა: „დალოჲ, გელოჲ“. ორი უმცროსი ქალიშვილი გაუნძრევლად იდგა. ხატისმსახური ბოლამ-დჲალას | ||
| − | ადიდებდა და წყალობას შეთხოვდა, შემდეგ კი ცხვრებს დაკლავდნენ, საწესო სუფრას გაშლიდნენ და დროს ცეკვა-თამაშში ატარებდნენ. | + | ადიდებდა და წყალობას შეთხოვდა, შემდეგ კი ცხვრებს დაკლავდნენ, საწესო სუფრას გაშლიდნენ და დროს [[ცეკვა]]-თამაშში ატარებდნენ. |
| + | |||
| + | |||
| ხაზი 12: | ხაზი 14: | ||
*Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М., - Л., 1931; | *Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М., - Л., 1931; | ||
*Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979. | *Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 14:14, 20 იანვარი 2022 მდგომარეობით
ბოლამ-დჲალა (ინგუშ. Болам-Даьла) – ინგუშეთში, მეცხალის თემში შემავალ სოფ. არზთან ახლომდებარე სალოცავი, რომლის სახელობის დღეობის დაწესებაზე შემდეგი გადმოცემაა ჩაწერილი: სოფ. არზის მკვიდრმა ორაკოვების გვარმა საქართველოში გადასახლება გადაწყვიტა; მთის გადალახვის დროს კი სასწაული მოხდა: ნისლი დაეშვა და როცა გაიფანტა, მთის უნაყოფო ნიადაგი მწვანე ბალახით შეიმოსა; გოგონამ, რომელმაც ეს შენიშნა, წამოიძახა: „ო, ღმერთო!“ ამ სასწაულის გავლენით, ორაკოვები უკან მობრუნდნენ და ბოლამ-დჲალას სალოცავი ააგეს, სადაც ყოველწლიურად ზაფხულში, თიბვის პერიოდში, დღეობას იხდიდნენ.
ბოლამ-დჲალას დღეობისათვის კულტმსახური ორაკოვების გვარიდან ირჩევდა ექვს ქალს და სამ ქალიშვილს, რომლებსაც სამი დღე უნდა ემარხულათ; დღესასწაულზე ღვთისმსახური უფროს ქალიშვილს მარჯვენა მხარეს დააყენებდა, დანარჩენ ორს კი – მარცხენა მხარეს. ექვსი ქალი მარცხნივ მდგართა უკან გამწკრივდებოდა, რის შემდეგაც ხატისმსახური ხის ჩაქუჩს ურტყამდა ფიცარს, რომელიც ხელში ეჭირა. უფროსი ქალიშვილი გამოვიდოდა წინ, სამჯერ დატრიალდებოდა და ქალებთან ერთად დაიყვირებდა: „დალოჲ, გელოჲ“. ორი უმცროსი ქალიშვილი გაუნძრევლად იდგა. ხატისმსახური ბოლამ-დჲალას ადიდებდა და წყალობას შეთხოვდა, შემდეგ კი ცხვრებს დაკლავდნენ, საწესო სუფრას გაშლიდნენ და დროს ცეკვა-თამაშში ატარებდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М., - Л., 1931;
- Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979.