ეროვნული სასწავლო გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საგნობრივი პროგრამები)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 28: ხაზი 28:
 
* შეფასების პრინციპები;
 
* შეფასების პრინციპები;
 
* სადამრიგებლო პროგრამა;
 
* სადამრიგებლო პროგრამა;
* ინკლუზიური განათლება.
+
* [[ინკლუზიური განათლება]].
  
====საგნობრივი პროგრამები====
+
==იხილე აგრეთვე==
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამები თითოეულ საგანში. საგნობრივი პროგრამა შედგება საგნის კონცეფციისგან, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამის შინაარსისგან.
+
* [[საგნობრივი პროგრამები]]
 
+
* [[საგნობრივი სტანდარტი]]
* საგნის კონცეფცია გულისხმობს კონკრეტული საგნის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს (როგორც ზოგადად, ისე თითოეული საფეხურის მიხედვით) და მათი შესრულების ძირითად მიმართულებებს;
+
* [[საგნობრივი სტანდარტი|საგნობრივი სტანდარტები]] - თითოეული კლასის მიხედვით თითოეულ საგანში მისაღწევი შედეგები და ის ინდიკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი. შედეგების ნაწილის შესრულება ყველა მოსწავლისთვისაა აუცილებელი. სტანდარტებში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. სხვა საქმეა, რომ ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს.
+
* პროგრამის შინაარსი - რეკომენდაციები, თუ რომელი თემების საფუძვლიანი შესწავლით შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა თითოეულ საგანში;
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 42: ხაზი 39:
 
[[კატეგორია:სასწავლო პროცესი]]
 
[[კატეგორია:სასწავლო პროცესი]]
 
[[კატეგორია:განათლება]]
 
[[კატეგორია:განათლება]]
 +
[[კატეგორია:სასწავლო გეგმა]]

მიმდინარე ცვლილება 16:47, 20 იანვარი 2022 მდგომარეობით

ეროვნული სასწავლო გეგმა - ამ დოკუმენტს შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ხოლო ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მასში განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება თითოეული კლასის ან საფეხურის დასრულებისათვის მისაღწევი შედეგები, ანუ იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს:

ა) ქართული (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზური და ქართული) ენა და ლიტერატურა;
ბ) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები;
გ) მათემატიკა;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ე) უცხოური ენები;
ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:

  • სასკოლო საათობრივი ბადე;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
  • სახელმძღვანელოების ჩამონათვალი;
  • შეფასების პრინციპები;
  • სადამრიგებლო პროგრამა;
  • ინკლუზიური განათლება.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები