თემა (მუსიკალური ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუსიკალური თემა“ გადაიტანა გვერდზე „თემა (მუსიკალური ტერმინი)...) |
|
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 17:02, 21 იანვარი 2022 მდგომარეობით
თემა - (ბერძნ. theme – ძირითადი აზრი), მუსიკალური ნაწარმოების მთავარი აზრი, რომელიც შემდგომი განვითარების ძირითად საგანს, წყაროს წარმოადგენს. თემის (ან თემების) ყოველმხრივი გახსნა, თემაში კონცენტრირებული „სახეობრივი პოტენციალის“ განვითარება, ავლენს ნაწარმოების იდეას, მის სახეობრივ-აზრობრივ შინაარსს. თემა შესაძლოა წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი სტრუქტურით და სხვადასხვა ფაქტურით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს მოკლე ფრაზას, შეიძლება იყოს დასრულებული, მელოდია: ერთხმიანი, აკორდული და ა. შ.