ჩელესტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჩელესტა '''ჩელესტა''' – (იტალ. celesta), დასარტყამი ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
[[კატეგორია:კლავიშიანი საკრავები]] | [[კატეგორია:კლავიშიანი საკრავები]] | ||
| + | [[კატეგორია:დასარტყამი საკრავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:45, 3 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ჩელესტა – (იტალ. celesta), დასარტყამი კლავიშიანი საკრავი, რომელიც გარეგნულად ფისჰარმონიას ან პიანინოს წააგავს. ხის კორპუსის შიგნით ხისავე რეზონატორებზე დამაგრებულია ქრომატიულად აწყობილი ლითონის ფირფიტები, რომლებზედაც ეცემა პატარა ჩაქუჩები. შემსრულებელი უკრავს ფორტეპიანოს მსგავს კლავიატურაზე კლავიშებზე თითების დაჭერით. ჩელესტას აქვს ერთი პედალი, რომელიც ფორტეპიანოს მარჯვენა პედალის ანალოგიურია; იგი ხელს უწყობს ფირფიტების თავისუფალ ჟღერას; ჩელესტას ბგერა ნაზი, წკრიალაა, უახლოვდება არფის ტემბრს; დიაპაზონი I ოქტავის „დო“-დან V ოქტავის „დო“ მდეა. ნოტირებულია ვიოლინოს გასაღებში ოქტავით ქვემოთ რეალურ ჟღერადობასთან შედარებით.