მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:31, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით
მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, ქალაქ მცხეთის გარეუბან კოდმანში, ბუჩქნარით დაფარული ბორცვის ფერდზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,78X4,14 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში და დასავლეთ კედელში, საკმაოდ მაღლა, თითო სარკმელია გაჭრილი. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა, აღმოსავლეთისა თაღოვანი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია; ჩრდილოეთის ნიში შეისრულია. ფასადზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია აგურის დეკორატიული ლავგარდნის ნაშთი.