აბრამია პოლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პოლიო აბრამია '''აბრამია პოლიო''' − (1899 − 1975), ქარ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოლიო აბრამია“ გადაიტანა გვერდზე „აბრამია პოლიო“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 19:39, 16 თებერვალი 2022 მდგომარეობით

პოლიო აბრამია

აბრამია პოლიო − (1899 − 1975), ქართველი მწერალი და პოეტი. ფსევდონიმები: „ლაზი”, „პ.ოდიშელი” დაიბადა სოფელ ხორგაში (ხობი). 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია, სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ერთხანს თანამშრომლობდა ქუთაისის პროლეტმწერალთა ასოციაციის ალმანახ „რიონში” (1926); პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (1918). 1925 წელს გამოსცა წიგნი „დევნილები“. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა („თეთრი აფრები“, 1962; „კოლხური კორდები”, 1966...). დასტამბული აქვს საბავშვო წიგნები. სხვა გამოცემები: „ლექსები” (1980). ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც.


ოდიშური კორდები
რა გასაოცრად ფერადობს ველი,
ვარდ-ყვავილებით მკერდმოხატული,
თვალს მტაცებს მისი ტანსაბურველი
და ჩვენებური თეთრი ზაფხული.
აი, ოდიში, ყველგან ნაქები,
ცა მოიისფერო, უფრო მაღალი;
კიდით-კიდემდე მწვანე ბაღები,
ოდასახლები _ ახალთ-ახალი.
ვის არ მოხიბლავს მათი მშვენება
და უნაზესი ლურჯი ფერები,
ქალწულებრივი უცხო ჩვენება,
გადაფარჩული მთების სერები.
ნეტავი ვიყო მუდამ მის ახლოს
და თუნდაც მედგას ფაცხა მეგრული,
რომ მარად კარის მგოსნად ვეახლო,
მისი სიტურფის ტყვე და ერთგული.
ვიცი, ცხოვრებას გამიადვილებს
მისი სუნთქვა და მისი ქედები.
ფეხს არ მოვიცვლი! მე ამ ადგილებს
მამა-პაპურად შევაბერდები!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები