ადონია აპოლონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: აპოლონ ადონია '''ადონია აპოლონ''' − (1930 − 2008), ქარ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ადონია აპოლონ“ გადაიტანა გვერდზე „აპოლონ ადონია“)

00:57, 17 თებერვალი 2022-ის ვერსია

აპოლონ ადონია

ადონია აპოლონ − (1930 − 2008), ქართველი პოეტი, დაიბადა სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ); გამოცემულია მისი სამი პოეტური კრებული: „შენი ღიმილი”, „ხილვა პირველი” და ,„გაელვებიდან გამომზირალი”. პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება, მათ შორის − პოემა „საუბარი ერის სულთან”. თარგმნა რუსი პოეტის ევგენი ბარატინსკის ლექსები, გერმანული რომანტიზმის ფუძემდებლის, ნოვალისის შემოქმედების ნიმუშები. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია სოფელ კირცხში.

* * *
ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი.
ჩემი სულიდან ამოდის ალი
გაუხუნარი სხივების თრთოლით.
დგას თებერვალი ელამი თვალით
სივრცეს ეცემა ნამსხვრევი ბროლის.
შორია სითბო, სიცივეც შორი,
სამყაროს გულში კრთება უარიც.
ცისკენ მიიწევს სულის მზე ქროლვით,
ნისლში მიცურავს გზა მიუვალი.
ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები