ზეთოვანი საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზეთოვანი საღებავი''' – პიგმენტებისა და შემვსების სუსპენზია...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საღებავი ზეთოვანი“ გადაიტანა გვერდზე „ზეთოვანი საღებავი“ გადა...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 03:06, 18 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ზეთოვანი საღებავი – პიგმენტებისა და შემვსების სუსპენზია ოლიფაში. მზადდება საქარხნო პირობებში ოლიფისა და პიგმენტების გაქნით სპეციალურ მანქანებში (საღებავსასრესებში). გასრესით მიიღება ერთგვაროვანი სუსპენზია. ეს საღებავი არ იცვლის მოცულობას გამყარებისას, ახასიათებს მედეგობა და ხანგამძლეობა. ზეთოვანი საღებავის დიდი უპირატესობაა გაუმჭვირობა, უარყოფითი – ხანგრძლივი შრობა. გამოიყენება მშენებლობაში ლითონის კონსტრუქციების კოროზიისაგან, ხოლო ხის კარ-ფანჯრების ტენისაგან დასაცავად, აგრეთვე კედლებისა და ცალკეული კონსტრუქციების შესაღებად. გამოდის მზა სახით ან სქლადსრესილი.