არაბული ალუდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(გვერდის შიგთავსი დაცარიელდა) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Aluda arabuli.PNG|thumb|ალუდა არაბული]] | ||
| + | '''არაბული ალუდა''' – (1938 – 2009), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ დათვისში (დუშეთი); დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში იყო დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის | ||
| + | მასწავლებელი, 1967 წლიდან – ბარისახოს საშუალო სკოლა-ინტერნატში ისტორიის მასწავლებელი; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში” და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”; 1974 წელს გამომცემლობა „მერანმა” გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: „ფოთლის გვირგვინოსანი” და „მამულის ხმები”. | ||
| + | |||
| + | ::::: * * * | ||
| + | ::შენ, ჩემო მამულის ცაო, | ||
| + | ::შენ მზეო, ჩემი დედულის, | ||
| + | ::ვარ და ვიქნები კვლაცაო, | ||
| + | ::სანამ შენ ჩუმად მეგულვი. | ||
| + | ::ქარო, ვისავ და რისაო, | ||
| + | ::შენ, ქარო, ჩემი ქედების, | ||
| + | ::ჩემო და არა სხვისაო, | ||
| + | ::გემორჩილები, გნებდები. | ||
| + | ::კრთის ვარსკვლავები ცისანი | ||
| + | ::ამერისა და იმერის; | ||
| + | ::ალგეთს — „ლეკვები მგლისანი”, | ||
| + | ::სვანეთს „ლილეო” გიმღერის. | ||
| + | ::არ მეგულება შენდარი | ||
| + | ::მზის ვინმე სხვაგან მიმგნები. | ||
| + | ::სერით სერებზე შემდგარი, | ||
| + | ::ვიქნებით, სანამ იქნები! | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:არაბულები]] | ||
18:20, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
არაბული ალუდა – (1938 – 2009), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ დათვისში (დუშეთი); დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში იყო დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, 1967 წლიდან – ბარისახოს საშუალო სკოლა-ინტერნატში ისტორიის მასწავლებელი; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში” და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”; 1974 წელს გამომცემლობა „მერანმა” გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: „ფოთლის გვირგვინოსანი” და „მამულის ხმები”.
- * * *
- შენ, ჩემო მამულის ცაო,
- შენ მზეო, ჩემი დედულის,
- ვარ და ვიქნები კვლაცაო,
- სანამ შენ ჩუმად მეგულვი.
- ქარო, ვისავ და რისაო,
- შენ, ქარო, ჩემი ქედების,
- ჩემო და არა სხვისაო,
- გემორჩილები, გნებდები.
- კრთის ვარსკვლავები ცისანი
- ამერისა და იმერის;
- ალგეთს — „ლეკვები მგლისანი”,
- სვანეთს „ლილეო” გიმღერის.
- არ მეგულება შენდარი
- მზის ვინმე სხვაგან მიმგნები.
- სერით სერებზე შემდგარი,
- ვიქნებით, სანამ იქნები!